ორსულობა და მხედველობის პათოლოგია

მხედველობის პათოლოგიები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.  მდგომარეობის დამძიმებას ხელს უწყობს მშობიარობის პროცესში დიდი ფიზიკური დატვირთვა.

ორსულობის პერიოდში ოკულისტის მიერ უნდა შეფასდეს მხედველობა და დროულად გამოვლინდეს მხედველობის დარღვევები, რეკომენდებულია მშობიარობის დროს ჭინთვების შესუსტება ან საერთოდ გამოთიშვა.

მშობიარობის ტაქტიკის  განსაზღვრა ხდება ერთობლივად მეანისა და ოკულისტის მიერ. ჭინთვის პერიოდის შემცირების მიზნით გამოიყენება პერინეოტომია ან ეპიზიოტომია, ხოლო მძიმე შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ჭინთვების სრულად გამოთიშვა მიმართავენ  საკეისრო კვეთას.

მხედველობის ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა მიოპია. მიოპიის მსუბუქი ფორმის დროს დასაშვებია ფიზიოლოგიური მშობიარობა, საშუალო ხარისხის მიოპიის დროს მიმართავენ შორისის გაკვეთას, ხოლო მაღალი ხარისხისას ტარდება საკეისრო კვეთა. ეს უკანასკნელი რეკომენდებულია მხედველობის კორექციის ოპერაციის ჩატარების შემდეგაც.

 სათვალის ჩარჩოები ,,ამაზონზე” eye glasses frame

თუ დაცული არ იქნა აღნიშნული რეკომენდაციები, მოსალოდნელია  მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, იშვიათ შემთხვევაში სრული სიბრმავეც კი.

ნეფროპათიის და დიაბეტის დროს არსებობს ბადურის აშრევების საფრთხე, განასაკუთრებით კი მშობიარობის არასწორი წარმართვისას. თვალშიდა წნევის მომატებისას (გლაუკომა) უკუნაჩვენებია სამეანო პრაქტიკაში ხშირად გამოყენებადი მედიკამენტების ატროპინის, მეტაცინის, ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებების გამოყენება, აღნიშნული მედიკამენტები იწვევნ წნევის კიდევ უფრო მომატებას.

____________________________________________

გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გადასვლა >>>>> 1.  მეანობა 2.  რა სჭირდება ორსულს? >>>>

..