ორსულობა და სისხლის დაავადებები

ორსულობა და სისხლის დაავადებები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 


ორსულობის პერიოდში სისხლის დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ანემია, რაც ვლინდება ორსულთა თითქმის 30 %-ში.

ანემიის შესაძლო მიზეზები:

  • არარაციონალური კვება, რკინით, ცილებითა და ვიტამინებით ღარიბი საკვები პროდუქტების გამოყენება;
  • ორსულობის პერიოდში რკინაზე გაზრდილი მოთხოვნილება;
  • ენდოკრინული და იმუნური სისტემის ცვლილებები;
  • კუჭის დაავადებები, ცვლითი პროცესების დარღვევები, რაც ორსულობამდეც აღინიშნებოდა.

პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი დიეტა, კვებით რაციონში ხორცისა და ღვიძლის ჩართვა. ორსულობის პერიოდში აუცილებელია სისხლში რკინის განსაზღვრა სულ მცირე სამჯერ, საჭიროების შემთხვევაში კი უფრო ხშირად. ჰემოგლობინის დონის დაქვეითებისკენ მიდრეკილებისას, ნიშნავენ რკინის პრეპარატებს და ფოლიუმის მჟავას მცირე დოზებით;  გამოხატული ანემიის დროს  კი ხდება დიდი დოზებით დანიშვნა.

სიფრთხილეა საჭირო რკინის შემცველი ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენებისას, რადგან პირველ შემთხვევაში არსებობს სისხლძარღვთა ენდოთელიუმის დაზიანებისა და თრომბების წარმოქმნის საფრთხე, ხოლო კუნთში ინექცისას კი პრეპარატის გაწოვას ხანგრძლივი დრო ესაჭიროება და შესაძლოა ჩამოყალიბდეს აბსცესი. ორსულებში ანემიით ხშირია გესტოზები, ნაყოფის ჰიპოტროფია და ჰიპოქსია, სისხლდენა მშობიარობისას  და პრობლემები სისხლის შედედების მხრივ.

სისხლის დაავადებებს მიეკუთვნება ლეიკოზები, რომელიც ძალზედ იშვიათია და პროგნოზი უკიდურესად არაკეთილსაიმედოა. მშობიარობისათვის საფრთხეს წარმოადგენს სისხლის შედედების მხრივ დარღვევები, მაგალითად თრომბოციტოპენია, რაც განაპირობებს სისხლდენის განვითარებას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ჰემატოლოგის კონსულტაცია.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.