ორსულობის შენარჩუნების ოპერაციები

ორსულობის შენარჩუნების ოპერაციები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 


ორსულობის შენარჩუნების ოპერაციებს მიეკუთვნება საშვილოსნოს ყელის ნაკერების დადება, რის ჩვენებასაც წარმაოდგენს ისთმო-ცერვიკალური უკმარისობა. ოპერაცია ტარდება ზოგადი გაუტკივარების ფონზე 11-14 კვირის ვადაზე, რადგან სხვა პერიოდში ან ორსულობამდე აღნიშნული ოპერაციის ჩატარება უეფექტოა.

ოპერაციის უკუჩვენებები

  • ინფექციის არსებობა
  • სისხლდენა
  • სანაყოფო წყლების დაღვრა
  • შარდის ბუშტის პროლაბირება
  • მძიმე დაავადებები  ორსულობის მდგომარეობის გართულებით.

ოპერაციამდე აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია, სრული გამოკვლევები, სანაცია, პროფილაქტიკური შემანარჩუნებელი თერაპია. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტარდება ანტიბაქტერიული და შემანარჩუნებელი თერაპია.  პროფილაქტიკის მიზნით მიმართავენ სისხლის მიმოქცევისა და ტროფიკის გამაუმჯობესებელ საშუალებებს.

გართულებები

თუ დარღვეულია ნაკერების დადების წესი, არაა გათვალისწინებული ჩვენებები, უკუჩვენებები, მოსალოდნელია გართულებები: ნაკერების უკმარისობა,  სისხლდენა, ინფექციის განვითარება, აბორტი.
ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას შესაძლებელია ორსულის სახლში გაწერა. 36-27 კვირაზე მიმდინარეობს ორსულის ხელმეორე ჰოსპიტალიზაცია ნაკერების მოხსნის მიზნით.
უფრო ადრე ხდება ნაკერების მოხსნა სანაყოფო წყლების დაღვრის ან სამშობიარო მოქმედების შემთხვევაში. ნაკერების დაგვიანებით მოხსნის დროს შესაძლებელია ფისტულების, ნახეთქების წარმოქმნა, ნაკერების მოხსნის შემდეგ შესაძლოა უკვე დაიწყოს სამშობიარო მოქმედება.

მკურნალობა

ისთმო-ცერვიკალური უკმარისობის მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდს წარმოადგენს საშოს  პესარია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, თუმცა არა ყოველთვის ეწინააღმდეგება მუცლის მოშლას. ამასთან ერთად საჭიროა შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება და ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.
ოპერაცია უსისხლოა და უმტკივნეულო, ტექნიკურად იოლად შესასრულებელი, სწორი გამოყენებისას გართულებები არაა მოსალოდნელი.   


ორსულობის შენარჩუნების ოპერაციები – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის შენარჩუნების ოპერაციები
💉 ორსულობის შენარჩუნების ოპერაციებს მიეკუთვნება საშვილოსნოს ყელის ნაკერების დადება, რის ჩვენებასაც წარმაოდგენს ისთმო-ცერვიკალური უკმარისობა.
📅 ოპერაცია ტარდება ზოგადი გაუტკივარების ფონზე 11-14 კვირის ვადაზე, რადგან სხვა პერიოდში ან ორსულობამდე აღნიშნული ოპერაციის ჩატარება უეფექტოა.
🔎 ოპერაციის უკუჩვენებებს მიეკუთვნება:
➡️ ინფექციის არსებობა;
➡️ სისხლდენა;
➡️ სანაყოფო წყლების დაღვრა;
➡️ შარდის ბუშტის პროლაბირება;
➡️ მძიმე დაავადებები ორსულობის მდგომარეობის გართულებით.
🏥 ოპერაციამდე აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია, სრული გამოკვლევები, სანაცია, პროფილაქტიკური შემანარჩუნებელი თერაპია.
🦠 ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტარდება ანტიბაქტერიული და შემანარჩუნებელი თერაპია
💊 პროფილაქტიკის მიზნით მიმართავენ სისხლის მიმოქცევისა და ტროფიკის გამაუმჯობესებელ საშუალებებს.
👉 გაიგეთ უფრო მეტი ორსულობის შემანარჩუნებელი ოპერაციის შესახებ – https://shorturl.at/eqruQ
#ორსულობა #ფეხმძიმობა #მშობიარობა #ორსულობისშენარჩუნებისოპერაციები #გართულებებიორსულობისდროს #ჰიპერტენზია #გესტაციურიდიაბეტი #ინფექცია #პრეეკლამპსია #ნაადრევიმშობიარობა #სპონტანურიაბორტი #მკვდრადშობადობა #სისხლდენა #ისთმოცერვიკულიუკმარისობა #ორსულობისკვირები #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.