პლაცენტარული პოლიპი

პლაცენტარული პოლიპი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 


პლაცენტური პოლიპი  (polypus placentalis) – წარმოადგენს საშვილოსნოს  ღრუში აბორტის ან მშობიარობის შემდეგ ჩარჩენილ პლაცენტური ქსოვილის ნაწილს, რომელმაც განიცადა ორგანიზაცია.

ეტიოლოგია, პათოგენეზი 

აბორტის დროს სანაყოფე კვერცხის არასრულყოფილი მოცილების ან მშობიარობის შემდგომი პერიოდის არარაციონალური წარმართვის გამო  დარჩენილი პლაცენტის ქსოვილი ანელებს ირგვლიმყოფი ქსოვილების, საშვილოსნოს  ლორწოვანი გარსის  რეგენერაციას და განაპირობებს სისხლიანი გამონადენის გახანგრძლივებას.
პლაცენტური ქსოვილის ირგვლივ წარმოიქმენება სისხლის კოლტები და ფიბრინის გროვები, მოგვიანებით ხდება ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

პლაცენტური პოლიპის ძირითად გამოვლინებას მიეკუთვნება საშვილოსნოსმიერი სისხლდენა. აბორტის ან მშობიარობის პირველი დღეებში შედარებით სუსტადაა გამოხატული, თუმცა მოგვიანებით შეიძლება გაძლიერდეს და გადავიდეს მასიურ სისხლდენაში, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მძიმე ანემიას, შეიძლება დაერთოს მეორადი ინფექცია და ენდომეტრიტის განვითარება. აბორტის ან მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოსმიერი სისხლდენის გამოვლენისას აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. 

მკურნალობა

პლაცენტურ პოლიპზე ეჭვის მიტანისას ტარდება ჰისტეროსკოპია და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გამოფხეკა, რომლის დროსაც ახდენენ პლაცენტური პოლიპის მოცილებას. გამოფხეკა ტარდება ჰისტეროსკოპიის კონტროლის ქვეშ.
ჩვენების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ანტიბაქტერიული და ანტიანემიური თერაპია. დროული სამედიცინო ჩარევისას პროგნოზი კეთილსაიმედოა.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკა მოიცავს ხელოვნური აბორტების რიცხვის შემცირებას, საშვილოსნოს ღრუდან სანაყოფე კვერცხის ნარჩენების  გულმოდგინე მოცილებას, როგორც ხელოვნური ასევე თვითნებითი აბორტის დროს, მშობიარობის შედმგომი პერიოდის სწორ წარმართვას (მომყოლის ყურადღებით დათვალიერება, საშვილოსნოს  ღრუს ხელით გამოკვლევას პლაცენტის  მთლიანობაზე ეჭვის მიტანისას). გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პლაცენტარული პოლიპილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პლაცენტური პოლიპი – საშვილოსნოს ღრუში აბორტის ან მშობიარობის შემდეგ ჩარჩენილი პლაცენტური ქსოვილის ნაწილი, რომელმაც განიცადა ორგანიზაცია
🩸 აბორტის დროს სანაყოფე კვერცხის არასრულყოფილი მოცილების ან მშობიარობის შემდგომი პერიოდის არარაციონალური წარმართვის გამო დარჩენილი პლაცენტის ქსოვილი ანელებს ირგვლიმყოფი ქსოვილების, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას და განაპირობებს სისხლიანი გამონადენის გახანგრძლივებას

🔘 პლაცენტური ქსოვილის ირგვლივ წარმოიქმენება სისხლის კოლტები და ფიბრინის გროვები, მოგვიანებით ხდება ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით.
💉 პლაცენტურ პოლიპზე ეჭვის მიტანისას ტარდება ჰისტეროსკოპია და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გამოფხეკა, რომლის დროსაც ახდენენ პლაცენტური პოლიპის მოცილებას
🔬 გამოფხეკა ტარდება ჰისტეროსკოპიის კონტროლის ქვეშ.
👉 გაიგეთ მეტი პლაცენტარული პოლიპის გართულებებისა და მკურნალობის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3DYtDe6
#პოლიპი #პოლიპები #პლაცენტარულიპოლიპი #საშვილოსნოსპოლიპი #პლაცენტარულიპოლიპისმიზეზები #პლაცენტარულიპოლიპისსიმპტომები #პლაცენტარულიპოლიპისმკურნალობა #აბორტი #მშობიარობა #სისხლდენასაშვილოსნოდან #მენოპაუზა #პოსტმენოპაუზურისისხლდენა #ვაგინალურიგამონადენი #უშვილობა #ჰისტეროსკოპია #საშვილოსნოსგამოფხეკა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.