პლაცენტის მიმაგრების ანომალიები

პლაცენტის მიმაგრების ანომალიები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 


პლაცენტის მიმაგრების ანომალიებიდან უნდა აღინიშნოს მისი მჭიდრო მიმაგრება, შეხორცება. აღნიშნული პათოლოგია ხშირად ხდება ლოგინობის ხანის სისხლდენის მიზეზი.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

პლაცენტის მჭიდრო მიმაგრების ან საშვილოსნოშო მისი ჩაზრდის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • საშვილოსნოს პათოლოგიები, დისტროფიული  ან  ნაწიბუროვანი ცვლილებების  არსებობა, რაც შეიძლება აღმოცენდეს ხშირი  აბორტების და მათი გართულებების შედეგად.  დეციდუური გარსის არასრულფასოვნების გამო ხდება ქორიონის ჩაზრდა უფრო ღრმა შრეებში.
  • ქორიონის აქტივობის მომატება, რაც განპირობებულია ქორიონული გონადოტროპინის ჭარბი სეკრეციით, ჰიალურონის მჟავას მომატებული აქტივობით

ყველაზე გავრცელებულია პლაცენტის ცრუ  მიმაგრებას (placenta adhaerens), როდესაც ქორიონის ბუსუსები აღწევს დეციდუალური გარისს ღრმა ბაზალურ შრეში. ჭეშმარიტი მიმაგრებისას, ქორიონის ბუსუსების ჩაზრდა შეიძლება მოხდეს კუნთოვან შრეში (placenta acreta), ბუსუსებმა შეიძლება საშვილოსნოს ყველა შრეეში შეაღწიოს, მათ შორის სეროზულ გარსში (placenta percreta). პლაცენტის შეზრდის ფართობი ან მჭიდროდ მიმაგრების ხარისხი შეიძლება იყოს განსხვავებული, მცირედ მიმაგრებიდან სრულ შეზრდამდე. შედარებით მძიმე ფორმები ვითარდება საშვილოსნოს მხრივ გამოხატული დაზიანებების გამო.

დიაგნოსტიკა

პრენატალური დიაგნოსტიკა შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად. მშობიარობისას პლაცენტის შეზრდაზე ეჭვის მიტანა ხდება მომყოლის დაგვიანებელი დაბადებისას, დიაგნოზის დადასტურება ხდება პლაცენტის ხელით გამოტანისას.

კლინიკა

კლინიკური ნიშნები ვლინდება  მშობიარობის მესამე პერიოდში. თუ პლაცენტა მთელი ფართობითაა მიმაგრებული, არ აღინიშნება სისხლდენა, პლაცენტის  მოცილების ნიშნები. პლაცენტის ნაწილობრივი მიმაგრებისას, ნორმალურად მიმაგრებული უბნის მოცილებისას ვლინდება პლაცენტის მოცილების სუსტად გამოხატული  ნიშნები  და მცირე სისხლდენა.

გართულებები

არაადეკვატური მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს სისხლდენა, ჰემორაგიული შოკი, დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომი.
პლაცენტის მიმაგრების ანომალიის დროს ნაჩვენებია პლაცენტის ხელით გამოტანა. სტერილური ხელთათმანიანი ხელით  პლაცენტის კიდეებს  ფრთხილად ვაცილებთ საშვილოსნოს კედლიდან, გამოტანის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს საშვილოსნოს გამოკვლევა.
საშვილოსნოდან უნდა მოცილდეს ასევე კედლისმიერი კოლტები, პლაცენტის ნარჩენი ქსოვილები, გარსები. საშვილოსნოს ცუდი შეკუმშვისას საჭიროა მასაჟის ჩატარება ორი ხელით, მარჯვენა ხელით საშვილონოს შიგნით ხდება რეცეპტორების გაღიზიანება, მარცხენათი კი მუცლის კედლის მასაჟი, საშვილოსნოს ყელის მიდამოში შეყვანილ უნდა იქნეს კუმშვის მასტიმულირებელი ნივთიერებები (მაგალითად, ოქსიტოცინი).
ოპერაცია ტარდება ასეპტიურ პირობებში ზოგადი ნარკოზის ქვეშ (ინტრავენური ან ინჰალაციური). ქორიონის ბუსუსების ღრმა ჩაზრდისას დგება საშვილოსნოს მოცილების საკითხი.

მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაცია

ნარკოზის ნარჩენი მოვლენების გაქრობის შემდეგ  ინიშნება კვების ჩვეულებრივი რეჟიმი, ქალს უტარდება ანტიბაქტერიული მკურნალობა და ინიშნება კუმშვის მასტიმულირებელი ნივთიერებები. კონტროლის მიზნით ტარდება ულტრაბგერითი  და ბიმანუალური კვლევა, სისხლდენის შემთხვევაში – სისხლის დანაკარგის აღდგენა, მშობიარობის შემდგომ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში – ჰემომასტიმულირებელი თერაპია. საშვილოსნოს მოცილების ოპერაციის შემდგომ ტარდება პოსტოპერაციულად ფსიქოკორექცია, რეპროდუქციული ფუნქციის დაკარგვის გამო.

პროფილაქტიკა

პლაცენტის შეზრდის პროფილაქტიკის ეფექტურ ღონისძიებებს მიეკუთვნება აბორტების რიცხვის შემცირება, განსაკუთრებით კი ეს ეხება კრიმინალურ აბორტებს, ასევე გინეკოლოგიური, ანთებითი დაავადებების მკურნალობას.


პლაცენტის მიმაგრების ანომალიები – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პლაცენტის მიმაგრების ანომალიებიდან უნდა აღინიშნოს მისი მჭიდრო მიმაგრება, შეხორცება.
🩸 აღნიშნული პათოლოგია ხშირად ხდება ლოგინობის ხანის სისხლდენის მიზეზი.
🔎 პლაცენტის მჭიდრო მიმაგრების ან საშვილოსნოშო მისი ჩაზრდის მიზეზები შეიძლება იყოს:
➡️ საშვილოსნოს პათოლოგიები, დისტროფიული ან ნაწიბუროვანი ცვლილებების არსებობა, რაც შეიძლება აღმოცენდეს ხშირი აბორტების და მათი გართულებების შედეგად.
📎 დეციდუური გარსის არასრულფასოვნების გამო ხდება ქორიონის ჩაზრდა უფრო ღრმა შრეებში.
➡️ ქორიონის აქტივობის მომატება, რაც განპირობებულია ქორიონული გონადოტროპინის ჭარბი სეკრეციით, ჰიალურონის მჟავას მომატებული აქტივობით.
🔬 პრენატალური დიაგნოსტიკა შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად.
⭕️ მშობიარობისას პლაცენტის შეზრდაზე ეჭვის მიტანა ხდება მომყოლის დაგვიანებელი დაბადებისას, დიაგნოზის დადასტურება ხდება პლაცენტის ხელით გამოტანისას.
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძის სტატიიდან – https://shorturl.at/ijtTV
#პლაცენტა #პლაცენტისმიმაგრება #პლაცენტისმიმაგრებისანომალიები #პლაცენტაპრევია #პლაცენტისმოშორება #პლაცენტისუკმარისობა #პლაცენტისწინამდებარეობა #პლაცენტისცრუმიმაგრება #მშობიარობა #ორსულობა #მშობიარობისგართულება #ქორიონი #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.