ორსულობა და ვარიკოზი

ორსულობა და ვარიკოზი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 

ორსულობის პერიოდში, ნაყოფის საჭირო ნივთიერებებითა და ჟანგბადით უზრუნველყოფის მიზნით, ქალის ორგანიზმში სისხლის მოცულობა დაახლოებით 30%-ით მატულობს.
გაზრდილი საშვილოსნო ზეწოლას ახდენს მენჯის სისხლძარღვებზე, რის გამოც ფერხდება ვენური უკუდინება. მდგომარეობის კომპენსირება ხდება მცირე მენჯის ვენების ზომაში მომატებით. ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები განაპირობებენ ისეთი პათოლოგიის ჩამოყალიბებას, როგორიცაა ორსულთა  ვარიკოზი.

სიმპტომები

 ვარიკოზი  ორსულობისას ვლინდება სწრაფად დაღლით, მუდმივად სიმძიმისა და ტკივილის  შეგრძნებით ქვემო კიდურებში. მოგვიანებით კი აღინიშნება შეშუპება, ტკივილი კი კიდევ უფრო ძლიერდება, კიდურებზე და საზარდულის მიდამოში კარგად ჩანს გაფართოებული ვენები.
აღნიშნული სიმპტომები მიუთითებს ვენურ შეგუბებაზე და ხშირ შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ ქრება, როდესაც სხეულის წონა და ჰორმონული ფონი ნორმალიზდება. რიგ შემთხვევებში ქსოვილებში არსებული ცვლილებები შეუქცევადი ხდება მშობიარობის შემდეგაც.  ვარიკოზი  ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ჩნდება გენეტიკურად წინასწარგანწყობილ ქალებში, ჭარბი წონისა და ჰიპოდინამიის დროს.
უნდა აღინიშნოს, რომ ვენური შეგუბება განაპირობებს თრომბების წარმოქმნასა და ვენებში ანთებით ცვლილებებს. მძიმე შემთხვევაში საფრთხე ექმნება არა მარტო დედის, არამედ ბავშვის ჯანმრთელობასაც. რისკი მცირდება ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ამის გამო აუცილებელია გართულებების პროფილაქტიკა:

  1.  ვარიკოზის ან ვენური შეგუბების ნიშნების გამოვლენისას, აუცილებელია ფლებოლოგის კონსულტაცია და მთელი ორსულობის განმავლობაში ორსულზე დაკვირვება.
  2. გაუწყლოება და ორგანიზმის გადახურება წარმოადგენს მთავარ ფაქტორს  ვარიკოზის განვითარებისათვის, ამიტომაც ორსულმა უნდა მიიღოს სათანადო  რაოდენობით წყალი.
  3. ჰიპოდინამია კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს ვარიკოზის განვითარებისათვის, რის გამოც რეკომენდებულია სეირნობა, დღეში არანაკლებ 2-3 საათი. დადებითად მოქმედებს ცურვა. თუმცა ორსულმა თავი უნდა აარიდოს ფიზიკურ დატვირთვას.
  4. ორსულის ფეხსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული და დაბალ ქუსლიანი.
  5. საღამოობით სასრგებლოა ფეხების აწეულ მდგომარეობაში ნახევარი საათით გაჩერება.
  6. უნდა გვახსოვდეს, რომ ორსულობის პერიოდში არ შეიძლება ვარიკოზის მკურნალობა, მით უმეტეს ოპერაციული ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი რისკი დედის და ბავშვის ჯანმრთელობის მხრივ.
  7. მდგომარეობას ამსუბუქებს სპეციალური კომპრესიული თეთრეული (იხ. ზემოთ კომპრესიული თეთრეული ორსულებისთვის ,,ამაზონზე”) და ხელს უშლის ვარიკოზის  შემდგომ განვითარებას.
  8. თუ ორსულობამდე აღინიშნება  ვარიკოზი, ორსულობის დაგეგმვამდე  აუცილებელია მკურნალობა გართულებების თავიდან ასაცილებლად.
  9. რაც შეეხება მშობიარობის შემდეგ ვარიკოზის საშიშროებას  ეს არც ისე საგანგაშოა, რადგან უკვე შესაძლებელია ოპერაციული ჩარევა.

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.