ორსულობა და შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები

ორსულობა და შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 


თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებები ორსულობის დროს საკმაოდ ხშირია, შეადგენს 15-30%-ს.  ასეთი გავრცელება განპირობებულია ორსულობის პროცესში მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობით, როგორიცაა ზეწოლა თირკმელებზე და შარდის ბუშტზე, დიდი დატვირთვა, ინტენსიური ნივთიერებათა ცვლა, თირკმლის მენჯის გაფართოება, სისხლის მიმოქცევის გაუარესება და ა.შ.

ორსულებში უფრო ხშირია პიელონეფრიტი და ცისტიტი, იშვიათად გვხვდება გლომერუ­ლონეფრიტი, შარდკენჭოვანი დაავადებები, თირკმლის ჭვალი. განსაკუთრებით არასასურველია ორსულობა ერ­თი თირკმლის არსებობისას ან თირკმლის უკმარისობისას.

პიელონეფრიტი

ორსულობის დროს ხდება არსებული პიელონეფრიტის გამწვავება, თუმცა შესაძლებელია დაავადებამ პირველად თავი სწორედ ორსულობის დროს იჩინოს, ე.წ. გესტაციური პიელონეფრიტი. პიელონეფრიტის განვითარებას განაპირობებს ნეფროპტოზი და მის ფონზე განვითარებული ჰიდრონეფროზი, რაც ღრმავდება ორსულობის დროს. ხშირად პიელონეფრიტი თავს იჩენს მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

კლინიკა – ტკივილი წელის მიდამოში, დიზურიული მოვლენები (გახშირებული და მტკივნეული შარდვა, შარდის მოცულობისა და თვისებების შეცვლა), ტემპერატურის მომატება, შემცივნება, თვითშეგრძნების გაუარესება, თავის ტკივილი. პიელონეფრიტის გართულება შეიძლება იყოს: მრავალწყლიანობა, ორსულობის შეწყვეტა, ნაყოფის დაავადებები, გესტოზი, მშობიარობის შემდგომი ინფექციური გართულებები, სეპტიური გართულებები.

დიაგნოსტირება ხდება კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებზე დაყრდნობით. კლინიკურად შარდის მხრივ ვლინდება ლეიკოციტურია, პიურია, ბაქტერიურია, გამომწვევის დასადგენად ტარდება შარდის ნათესის ანალიზი.

მკურნალობა  ინიშნება ექიმის მიერ. რეკომენდებულია საკვები რაციონიდან ცხარე და მარილიანი კერძების გამორიცხვა. რაც შეეხება მედიკამენტოზურ თერაპიას,  ინიშნება ანტიბიოტიკები და უროანტისეპტიკური საშუალებები. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნებისმიერი ანტიბაქტერიალური საშუალების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები ემბრიონის მხრივ. ანტიბაქტერიული საშუალებების გარდა ინიშნება: შარდმდენები, ვიტამინები, სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემის გამაუმჯობესებელი პრეპარატები.

გლომერულონეფრიტი

გლომერულონეფრიტი შედარებით იშვიათად გვხვდება ორსულებში, თუმცა ახასიათებს გამწვავებები და განაპირობებს მრავალ გართულებას. გლომერულონეფრიტისათვის დამახასი­ათე­ბე­ლია თირკმლების სტრუქტურისა და ფუნქციის ღრმა ცვლილებები, რის გამოც შარდში აღინიშნება ცილები, ცილინდრები. ხშირია ჰიპერტენზია. თირკმლების დაავადებების ფონზე, განსაკუთრებით გლომერულონეფრიტის დროს, ვითარდება გესტოზი, რაც ართულებს ორსულობის მიმდინარეობას და ხშირად დგება  ორსულობის შეწყვეტის საკითხი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭიროა ცალი თირკმლის, თირკმლის ტრანსპლანტაციის, თირკლმის უკმარისობის  არსებობისას, რადგან ასეთ შემთხვვევბში დარღვევები უფრო სწრაფად ვითარდება. ასეთი ორსული უნდა იყოს უროლოგისა და ნეფროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.