ორსულობა კოლაგენოზის დროს

ორსულობა კოლაგენოზის დროს

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 


კოლაგენოზები წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის დიფუზურ დაავადებებს. კოლაგენოზებს მიეკუთვნება სისტემური წითელი მგლურა და სკლეროდერმია. ძირითადად კოლაგენოზები გვხვდება  ახლაგაზრდა რეპროდუქციული ასაკის ქალებში.

სისტემური წითელი  მგლურა

ეტიოლოგიური ფაქტორებიდან უნდა აღინიშნოს მემკვიდრეობა, ვირუსული ინფექციები,  მიდრეკილება ალერგიული დაავადებებისაკენ, იმუნიტეტის დაქვეითება. ყველაზე ხშირად დაავადებისათვის დამახასიათებელია დარღვევები კანის, სახსრების, თირკმელების, ნერვული სისტემის, სეროზული გარსების, ფილტვების მხრივ.

დიაგნოსტიკა ეფუძნება შემდეგ ცვლილებებს:

  • პეპელას ფორმის გამონაყარი სახეზე
  • სახსრების დაზიანება, განსაკუთრებით ეს ეხება კიდურების წვრილ სახსრებს
  • ალოპეცია
  • სტომატიტი
  • სეროზული გარსების დაავადებები (პლევრიტი, პერიკარდიტი, იშვიათად პერიტონიტი
  • გულის პათოლოგიები (მეჭეჭოვანი ენდოკარდიტი, სარქვლების დაზიანება, რომლის დროსაც ხშირად ყალიბდება მიტრალური სარქვლის უკმარისობა)
  • ფილტვების დაზიანება (ქოშინი, სისხლიანი ხველა, ხიხინი ფილტვებში)
  • ნევროლოგიური სიმპტომატიკა (გაღიზიანებადობა, კრუნჩხვები, უძილობა და სხვა.)
  • ელენთის, ღვიძლის, ლიმფური კვანძების გადიდება

სისხლის მხრივ  ვლინდება ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ედსის აჩქარება, ფორმულის გადახრა მარცხნივ, ჰიპერგამაგლობულინემია. შესაძლოა აღინიშნებოდეს ვასერმანის ცრუ დადებითი  რეაქცია. სისხლში ჩნდება ე.წ მგლურას,  LE – უჯრედები.

დაავადების მიმდინარეობაზე ორსულობა უარყოფითად მოქმედებს. ხშირია გამწვავებები პირველ ტრიმესტრში, 40-45 %-ში იწვევს ორსულობის  შეწყვეტას. თუ ორსულობის  პირველ ტრიმესტრში არ მოხდა მგლურას გამწვავება, მაშინ ორსულთა 70%-ში მეორე – მესამე ტრიმესტრში შეინიშნება რემისია ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირების შედეგად. თუმცა ორსულობის  მეორე ნახევარში შესაძლოა დაემატოს გვიანი გესტოზი, რომელიც რთულდება ღვიძლის, თირკმელების და სხვა ორგანოების მხრივ დარღვევებით. სისტემური წითელი მგლურას გამწვავება  აღინიშნება მუცლის მოშლის და მშობიარობის შემდეგაც დაახლოებით 20% შემთხვევებში, ამასთან გამწვავება შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგაც კი გამოვლინდეს. სისტემური წითელი მგლურათი დაავადებული დედის შვილებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ჰემორაგიული დიათეზი, თანდაყოლილი გულის ბლოკადა,  ცვლითი პროცესების დარღვევები.

სკლეროდერმია

სკლეროდერმია პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ხასაითდება შემაერთებელი ქოვილის, დეგენერაციულ – სკლეროზული ცვლილებებით, კანის, შინაგანი ორგანოების არტერიოლების მაობლიტირებელი დაზიანებით. გამოყოფენ სკლეროდერმიის ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს, კანი მთელი რიგი ცვლილებების შედეგად ხდება მკვრივი,  ბრწყინავი, დაჭიმული, დამახასიათებელია ნიღბისებრი სახე, კანზე შეინიშნება პიგმენტაცია ან დეპიგმენტაცია, ტროფიკული წყლულები. კუნთებისა და მყესების ფიბროზული ცვლილებები განაპირობებს კონტრაქტურების ჩამოყალიბებას, სახსრების დეფორმაციას. თითების ბოლო ფალანგები განიცდის ოსტეოლიზისს, რის გამოც თითები უფრო მოკლე და თხელი ხდება. ატროფიული ცვლილებები მიმდინარეობს ლორწოვანი გარსების მხრივაც, (მშრალი კონიუნქტივიტები, სტომატიტები, ფარინგიტები).  აღინიშნება მიოკარდიტი, თრომბოფლებიტი, სკლეროზული ცვლილებები ფილტვებსა და თირკმელებში.

ლაბორატორიულად ვლინდება: C რეაქტიული ცილა, ედსის აჩქარება, სისხლის ცილების შემცირება, ფიბრინოგენის მომატება, დაავადების განკურნება შეუძლებლია, ხდება მხოლოდ პროცესის შენელება გლუკოკორტიკოსტეროიდებით, სალიცილატებით, ანალგეტიკებით, ციტოსტატიკური საშუალებებითა და იმუნოდეპრესანტებით.

ორსულობა როგორც წესი აუარესებს დაავადების მიმდინარეობას, თუმცა გამწვავება ყოველთვის არ დგება, იშვიათად შეინიშნება გაუმჯობესება, მაგრამ მკურნალობის გაგრძელება საჭიროა ორსულობის  დროსაც.

ამიტომ კოლაგენოზების დროს ორსულობა არცთუ ისე სასურველია და უნდა შეირჩეს კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდი. უკვე დამდგარი ორსულობის  დროს კი ორსულობის  შეწყვეტის, ან მშობიარობის მეთოდის შერჩევა უნდა მოხდეს მეანისა და შესაბამისი სპეციალისტების ერთობლივი კონსულტაციების შედეგად.  გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.