პლაცენტური უკმარისობა

პლაცენტური უკმარისობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 


პლაცენტური უკმარისობა – ეს არის ფეტოპლაცენტური რთული რეაქციაა დედის ორგანიზმის პათოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლის დროსაც ხდება პლაცენტის  ტრანსპორტული, ტროფიკული, სასუნთქი, ჰორმონული და მეტაბოლური ფუნქციის დარღვევა.

პლაცენტური უკმარისობის მიზეზები

  • ენდომეტრიუმის პათოლოგია, რაც შეიძლება გამოიწვიოს ენდოკრინულმა დააავადებებმა,  განსაკუთრებით ჰიპოფიზისა და საკვერცხეების ფუნქციის დარღვევებმა, მშობიარობის ან აბორტის შემდგომი ენდომეტრიტმა
  • ექსტრაგენიტალური  დაავადებები, სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე დაავადებები (თირკმლების პათოლოგია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები, დიაბეტი, სისხლის დაავადებები და სხვა.)
  • ქრონიკული ინფექციები
  • ორსულობის პათოლოგიების (გვიანი გესტოზი, ანემია, ორსულობის შეწყვეტა)
  • ვადაგდაცილებული ორსულობა
  • პლაცენტის  წინამდებარეობა
  • იზოსეროლოგიური შეუთავსებლობა
  • ეკოლოგიური პრობლემები
  • მავნე ჩვევები

ხშირად პლაცენტური უკმარისობა ვითარდება ახალგაზრდა ან ასაკოვანი პირველმშობიარეებში, ხშირი ორსულობებისა და მშობიარობების შედეგად, ექსტრაგენიტალური , მეან-გინეკოლოგიური, ფსიქოლოგიური  და სოციალურად არასასურველი ფაქტორების თანხვედრისას.

პლაცენტური უკმარისობის სახეები

პლაცენტური უკმარისობა იყოფა პირველად და მეორეულ უკმარისობად, ასევე შედარებითი და აბსოლიტური; კლინიკური მიმდინარეობის  მიხედვით კი მწვავე და ქრონიკული;
პლაცენტის  დაზიანების მიხედვით – პლაცენტურ-მემბრანული, უჯრედოვან-პარენქიმული და ჰემოდინამიკური.
დღეისათვის კვლევის დამატებითი მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია ორსულის საშვილოსნო -პლაცენტური სისხლის მიმოქცევის შესწავლა  და რისკ-ჯგუფების გამოყოფა, ნაყოფის მდგომარეობის დარღვევების ხარისხის  დიფერენცირება.
მაღალი რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ქალები გულ- სისხლძარღვთა პათოლოგიის ფონზე განვითარებული გესტოზის მძიმე ფორმით, ენდოკრინული დაავადებებით (შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერ და ჰიპოფუნქცია), თირკმლის პათოლოგია ჰიპერტენზიული სინდრომით, იმუნოკონფლიქტური  ორსულობის დროს, ვადაგადაცილებული ორსულობის დროს, ანამნეზში ენდომეტრიტის არსებობისას.
საშუალო რისკი აღინიშნება გენიტალური ინფანტილიზმის დროს, გესტოზის საწყისი გამოვლინებებისას,  მრავალნაყოფიანი ორსულობისას, ანამნეზში აბორტების არსებობისას.
რისკის დაბალი დონე აღინიშნება 18 წლამდე და 30 წელზე ზევით ასაკის პირველმშობიარებში პათოლოგიის არარსებობის დროს.
მწვავე პლაცენტური უკმარისობა ვითარდება პლაცენტის  ფართო მასშტაბის ინფარქტის დროს, პლაცენტის ნაადრევი აშრევებისას. შედეგად შესაძლოა განვითარდეს ნაყოფის სიკვდილი და  ორსულობის შეწყვეტა.
ქრონიკული პლაცენტური უკმარისობა საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა, და ვითარდება ადრეულ პერიოდში,
ორსულობის მეორე ტრიმესტრში.
ვლინდება ტროფიკული ფუნქციის,  შემდგომ კი ჰორმონალური დარღვევებით. მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს პლაცენტის  სუნთქვითი ფუნქციის დარღვევა.
ქრონიკული პლაცენტური უკმარისობის პათოგენეზში განსაკუთრებული რიოლი ენიჭება საშვილოსნო – პლაცენტური პერფუზიისა და ნაყოფის ჰემოცირკულაციის დარღვევას.
აღნიშნული ვითარდება გვიანი გესტოზის,  ორსულობის შეწყვეტის, იზოსეროლოგიური შეუთავსებლობის, ვადაგადაცილებული ორსულობის, ორსულთა ანემიის და ექსტრაგენიტალური  დაავადებების დროს.
ძირითადი კლინიკური გამოვლინებებია ნაყოფის განვითარების დარღვევა – ჰიპოტროფია ან საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსია.

განასხვავებენ:

  • ნაყოფის სიმეტრიული ნაყოფის ჰიპოტროფია (სხეულის მასისა და სიგრძის პროპორციული  ჩამორჩენა;
  • ასიმეტრიული ჰიპოტროფია – სხეულის მასის ჩამორჩენა ნაყოფის ნორმალური სიგრძის დროს

პლაცენტის  პირველადი უკმარისობა (16 კვირამდე) ვითარდება პლაცენტის  ჩამოყალიბების პროცესში იმპლანტაციის, ადრეული ემბრიოგენეზის და პლაცენტაციის  პერიოდში, გენეტიკური, ენდოკრინული, ინფექციური და სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.
დიდი მნიშვნელობა ენჭება პლაცენტის  პირველადი უკმარისობის განვითარებაში დეციდუური გარსის ფერმენტულ უკმარისობას.
პირველადი უკმარისობა განაპირობებს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარებას, ასევე შეიძლება გამოვლინდეს მოსალოდნელი  ორსულობის შეწყვეტის სურათით ან ადრეულ ვადებზე თვითნებითი აბორტით.  ორსულობის შენარჩუნებისას პირველადი უკმარისობა გადადის მეორეულში.
მეორეული, გვიანი პლაცენტური უკმარისობა ვითარდება უკვე ჩამოყალიბებული პლაცენტის ფონზე, ორსულობის 16 კვირის შემდეგ, დედისეული ფაქტროების ზეგავლენით.
პლაცენტური უკმარისობის განვითარებაში ხშირად ძირითადი  და საწყისი ფაქტორია ჰემოდინამიკური მიკროცირკულატორული დარღვევები. ასეთებია:

  • საშვილოსნოს პერფუზიული წნევის დაქვეითებისას, რაც ვლინდება ან პლაცენტისაკენ სისხლის ნაკადის მიდინების შემცირებით სისტემური ჰიპოტონიის გამო, ან გაძნელებული ვენური უკუდინებით (საშვილოსნოს მომატებული ტონუსი, შეშუპებითი სინდრომი, საშვილოსნოს ხანგრძლივი შეკუმშვისას)
  • პლაცენტის  ინფარქტი, ნაწილობრივი აშრევება, მისი შეშუპება
  • ქორიონის ბუსუსებში კაპილარული სისხლის მიმოქცევის დარღვევა
  • დედისა და ნაყოფის   სისხლის რეოლოგიური და კოაგულაციური  ცვლილებები

ფეტოპლაცენტური უკმარისობის დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია

  • პლაცენტური ლაქტოგენის, ესტრიოლის, პროგესტერონის და ალფა-ფეტოპროტეინის დონის ერთდროული განსაზღვრა
  • ელექტროკარდიოგრაფია, ნაყოფის ფონოკარდიოგრაფია, კარდიოტაქოგრაფია
  • სისხლში ფერმენტების აქტივობის განსაზღვრა – ოქსიტოცინაზა და ტუტე ფოსფატაზა, ჰისტამინაზა
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა, ულტრაბგერითი პლაცენტოგრაფია საშუალებას იძლევა განისაზღვროს პლაცენტის  მდებარეობა, ნაადრევი აშრევება, მისი გარკვეული უბნების  ცვლილებები კალცინოზის, კისტების სახით და სხვ.
  • პლაცენტომეტრიისას განისაზღვრება მისი ზედაპირის სიდიდე, სისქე და მასა.
  • პლაცენტის  სისქე  ორსულობისას პროგრესულად იზრდება, მაქსიმუმს აღწევს 36 კვირისათვის და მცირედ იკლებს ზომაში  ორსულობის ბოლოსათვის.
  • პლაცენტური უკმარისობაზე მიუთითებს გათხელება (20მმ-მდე) ან  გასქელება (50მმ-ზე მეტი). ულტრაბგერითი სკანირებისას შეიძლება შეფასდეს პლაცენტის მომწიფების ხარისხი. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა

პლაცენტური უკმარისობალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პლაცენტური უკმარისობა – ფეტოპლაცენტური რთული რეაქცია დედის ორგანიზმის პათოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლის დროსაც ხდება პლაცენტის ტრანსპორტული, ტროფიკული, სასუნთქი, ჰორმონული და მეტაბოლური ფუნქციის დარღვევა
📌 პლაცენტური უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს:

➡ ენდომეტრიუმის პათოლოგია, რაც შეიძლება გამოიწვიოს ენდოკრინულმა დააავადებებმა, განსაკუთრებით ჰიპოფიზისა და საკვერცხეების ფუნქციის დარღვევებმა, მშობიარობის ან აბორტის შემდგომმა ენდომეტრიტმა;
➡ ექსტრაგენიტალური დაავადებები, სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე დაავადებები (თირკმლების პათოლოგია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები, დიაბეტი, სისხლის დაავადებები და სხვა.);
➡ ქრონიკული ინფექციები;
➡ ორსულობის პათოლოგიების (გვიანი გესტოზი, ანემია, ორსულობის შეწყვეტა)
➡ ვადაგდაცილებული ორსულობა;
➡ პლაცენტის წინამდებარეობა;
➡ იზოსეროლოგიური შეუთავსებლობა;
➡ ეკოლოგიური პრობლემები;
➡ მავნე ჩვევები
🔎 განარჩევენ:
✅ ნაყოფის სიმეტრიული ჰიპოტროფია – სხეულის მასისა და სიგრძის პროპორციული ჩამორჩენა;
✅ ნაყოფის ასიმეტრიული ჰიპოტროფია – სხეულის მასის ჩამორჩენა ნაყოფის ნორმალური სიგრძის დროს
👉 გაიგეთ მეტი პლაცენტური უკმარისობის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილშენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3Fa2yHf
#პლაცენტურიუკმარისობა #რაარისპლაცენტურიუკმარისობა #პლაცენტურიუკმარისობისმიზეზები #პლაცენტურიუკმარისობისრისკფაქტორები #პლაცენტურიდისფუნქცია #ნაადრევიმშობიარობა #პრეეკლამფსია #საშვილოსნოსშიდაზრდისშეზღუდვა #მკვდრადშობადობა #ენდომეტრიუმისპათოლოგია #ნაყოფისსიმეტრიულიჰიპოტროფია #ნაყოფისასიმეტრიულიჰიპოტროფია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.