ურეაპლაზმოზი ორსულობის დროს

ურეაპლაზმოზი ორსულობის დროს

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ მიკოპლაზმისა და ურეაპლაზმის სადიაგნოსტიკო ტესტები ,,ამაზონზე”
♦ სადიაგნოსტიკო ტესტები საშარდე სისტემის ინფექციაზე ,,ამაზონზე”
♦ ვიტამინები ორსულებისთვის
♦ ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის
♦ ორსულებში ანემიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე”


ორსულობამდე ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს სხვადასხვა ინფექციურ გამომწვევებზე ანალიზი, განსაკუთრებით კი ურეაპლაზმაზე, რადგან ურეაპლაზმა  ორსულობის დროის მძიმე დაავადებას წარმოადგენს, რომელიც უკიდურესად უარყოფითად აისახება ნაყოფის  ჯანმრთელობაზე.

ურეაპლაზმოზის გავლენა ორსულის ორგანიზმზე 

ორსულობა ქალის ორგანიზმისათვის თავისებურ სტრესს წარმოადგენს და მის ფონზე ნებისმიერი ინფექციის დართვა საკმაოდ რთული გადასატანია, მათ შორის ურეაპლაზმოზის, იმ შემთხვევაშიც კი თუ პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმები მცირე რაოდენობითაა. გარდა ამისა, ურეპალაზმის გამომწვევის განდევნა ორგანიზმიდან ანტიბიოტიკები საშუალებით ხდება, ხშირ შემთხვევაში კი სწორედ ანტიბიოტიკები იმდენად უარყოფითად მოქმედებენ ნაყოფზე, რომ შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფის  გამოდევნა საშვილოსნოს ღრუდან, ანუ აბორტი. ძირითადი საფრთხე მდგომარერობს იმაში, რომ ურეაპლაზმოზი ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს, ნაყოფის  ინფიცირებას მუცლადყოფნის პერიოდში, იწვევს ისეთ გართულებას, როგორიცაა ენდომეტრიტი.

ურეპლაზმოზის მკურნალობა  ორსულობის დროს 

ზემოთ აღნიშნული გართულებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ურეაპლაზმოზის მკურნალობა, რაც ხორციელდება ანტიბიოტიკებით, თუმცა ანტიბიოტიკების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ  ორსულობის 22 კვირიდან და შერჩევა უნდა მოხდეს  ინდივიდუალურად, დაავადების მიმდინარეობისა და ქალის მდგომარეობის მიხედვით. გარდა ანტიბიოტიკებისა  ინიშნება იმუნური სისტემის გამაძლიერებელი საშუალებები, რაც ამცირებს ინფექციური პროცესის ხელემორედ „აფეთქებას“.

თანამედროვე მედიცინა პრაქტიკულად 100 %-ში იძლევა საშუალებას დაიცვას ბავშვი ინფიცირებისაგან და ორსულობა  წარიმართოს  ნორმალურად. ურეაპლაზმოზი არ წარმოადგენს აბორტის პირდაპირ ჩვენებას. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.