ნუშების კიბო

ნუშების კიბო

ნუშების კიბო – ხშირად აღინიშნება ძლიერი სქესის წარმომადგენლებში, 50-60 წლის შემგომ პერიოდში. ნუშების კიბოს ჰისტოლოგია-ბრტყელუჯრედოვანი ბუნების ონკოლოგიური სიმსივნეა, რომელიც დაფარულია რქოვანა გარსით. >>>>

რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან მწეველები და ალკოჰოლის ხშირი და დიდი რაოდენობით მომხმარებელი. როდესაც ეს ორი შემთხვევა ერთად აღინიშნება, ნუშების კიბოს განვითარების რისკი იზრდება. შვედეთის სპეციალისტებმა დაადგინეს რომ პაპილომა-ვირუსის ინფექციაც აპროვოცირებს ნუშების კიბოს განვითარებას. გამოკვლევა ეფუძნებოდა ქვეყნის მონაცემებს, მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორალური სექსის გავრცელების პარალელურად იზრდება ნუშების კიბოს განვითარების შემთვევების რაოდენობაც.

როგორც ვთქვით, ნუშების კიბოს პროვოცირებს მოწევა და ალკოჰოლი. უკიდურეს შემთვევაში ადრე ასე ითვლებოდა. მაგრამ, ახლახანს, გამოკვლევის მიმდინარეობისას, დადგინდა რომ ნუშების კიბო ემართება იმ ადამიანებს, ვისაც დადებითი რეაქცია აქვს პაპილომა-ვირუსული ინფექციის მიმართ. სამოცდაათიანი წლების დასწყისში მოცემულ ინფექციასთან დაკავშირებული იყო ნუშების კიბოს შემთხვევათა 20%. გამოკვლევების მონაცემებით, ადამიანის ორგანიზმში პაპილომა-ვირუსული ინფექციის არსებობისას, ნუშების კიბოს დიაგნოზი დგინდება პაციენტებში 25-30 წლამდე. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, პაციენტები განიკურნებიან. ამჟამად, მეცნიერები ინარჩუნებენ იმ მოსაზრებას, რომ ორალური სექსი ათ პარტნიორზე მეტთან ოთხჯერ ზრდის ნუშების კიბოს განვითარების რისკს. აშშ-ს სპეციალისტები ეთანხმებიან შვედეთის სპეციალისტებს. ამგვარად, ვირუსული ინფექცია, ხშირ შემთხვევაში როგორც საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზი, ასევე შეიძლება გახდეს ნუშების კიბოს მიზეზი. მეცნიერები ახლა თვლიან რომ, პაპილომა-ვირუსული ინფექცია უფრო საშიშია ნუშების კიბოს განვითარებაში, ვიდრე მოწევა და ალკოჰოლი.

დიდი ბრიტანეთის სპეციალისტებმა ასევე ჩაატარეს გამოკვლევა, ნუშების კიბოსა და პაპილომა-ვირუსული ინფექციის კავშირის დასადგენად. ანალიზს ექვემდებარებოდა პაციენტის სისხლი და ნერწყვი. გამოკვლევის შედეგებმა აჩვენეს რომ პაპილომით ინფიცირებულებში 30-ჯერ იზრდება ნუშებისა და პირის ღრუს ორგანოების კიბოს განვითარების რისკი. საშიშროება იმაშიც მდგომარეობს, რომ პაპილომა-ვირუსული ინფექციის არსებობა შეუმჩნეველია. მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ ვითარდება ადამიანებში კიბო. ყველაზე ხშირად პაპილომა-ვირუსული ინფექცია გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეზე ორალური სექსის დროს, ასევე ინფიცირება შესაძლებელია კოცნითაც. ასევე მკვლევარები თვლიან, რომ ადამიანები რომლებიც არ ეწევიან და არ სვამენ, მაგრამ ხშირად არიან დაკავებული ორალური სექსით, იმყოფებიან ნუშების კიბოს რისკის ჯგუფში.

ნუშების კიბო განვითარდება საყლაპავში, რომელიც შედგება ენის  უკანა ნაწილისგან, ნუშების წინ და უკან მდებარე სასის და ქსოვილებისგან. გარეგნულად წარმონაქმნი ჰგავს ინფილტრატს მკვეთრი საზღვრების გარეშე.

ნუშების კიბოს კლინიკა

  • ყლაპვის აქტის დროს ტკივილის შეგრძნება;
  • ყელის ტკივილი;
  • სისხლის შემცველი ნერწყვი;
  • მკვეთრი გახდომა;
  • საერთო სისუსტე და მოთენთილობა;
  • ტკივილის შეგრძნება კისრის მიდამოში კიბოს გავცელებისას კისრის ლიმფურ კვანძებში.

ნუშების კიბოს თერაპია

ნუშების კიბოს თერაპია დგინდება ონკოლოგიის განვითარების სტადიით, სიმსივნის ლოკალიზაციით, მეტასტაზებით და მისი გავრცელებით ახლომდებარე ქსოვილებში. ნუშების კიბოს მკურნალობისთვის გამოიყენება ქირურგიული მეთოდები, ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია.

რაც უფრო ადრე დგინდება ნუშების კიბოს დიაგნოზი, რაც უფრო ადრე იწყება მისი მკურნალობა, მით უფრო კეთილსასურველია გამოსავალი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია
იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა ამ გვერდზე
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

გაფრთხილება