პრეეკლამპსია

პრეეკლამპსია

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 


პრეეკლამპსია წარმოადგენს სწრაფად პროგრესირებად სიცოცხლისათვის საშიშ  მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება არტერიული ჰიპერტენზიით, პროტეინურიითა და პერიფერიული შეშუპებით. პრეეკლამპსია რჩება როგორც დედის ისე ნაყოფის ავადობისა და სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად, ყველა ორსულობის 3-5 %-ში აღინიშნება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

პრეეკლამპსიის პათოგენეზი მჭიდროდაა დაკავშირებული პლაცენტის მდგომარეობასთან, ერთ-ერთი ასეთი ადრეული ცვლილებაა გესტაციის უკვე მეათე კვირაზე გამოვლენილი, ციტოტროფობლასტის ინვაზია საშვილოსნოს სპირალურ არტერიაში.
აღნიშნულის მიზეზი არაა საკმარისად  ნათელი, წამყვან როლს აკუთვნებენ ადჰეზიის მოლეკულებს, ინტეგრინებს და სისხლძარღვის ზრდის ფაქტორის რეცეპტორ – ლიგანდის ურთიერთკავშირს. შედეგად საშვილოსნოს არტერიები არასაკმარისი დილატაციის უნარით ხასიათდება, ადგილი აქვს პლაცენტის ჰიპოპერფუზიას და ნაყოფის ზრდის შეფერხებას, რაც ასე დამახასიათებელია პრეეკლამპსიისათვის. განსაზღვრული როლი ენიჭება ანტიანგიოგენური ფაქტორების პროდუქციას.

რისკ-ფაქტორები

პრეეკლამპსიის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: პირველი ორსულობა, დედის ასაკი 40 წელზე ზევით ან 18 წელზე ნაკლები, პრეეკლამპსიის ოჯახური ანამნეზი, მრავალნაყოფიანი ორსულობა ან ნაყოფის წყალმანკი, გაცხიმოვნება, მომატებული ინსულინრეზიტენტობა, ტესტოსტერონის მაღალი დონე, ქრონიკული ჰიპერტენზია, თირკმლების დაავადება, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ჰიპერჰომოცისტეინემია ან სისხლძარღვოვანი დაავადებები

სიმპტომები, მიმდინარეობა

შიშის და განგაშის გრძნობა, სახის კანის ქავილი, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა,  ტკივილები ეპიგასტრიუმში, ჰიპერრეფლექსია, პროტეინურიის მომატება.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასმა ხდება გესტაციის 20 კვირის შემდეგ პირველადად აღმოცენებული არტერიული ჰიპერტენზიის აღმოჩენისას, რასთანაც შერწყმულია პროტეინურია. გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების განვითარება უკვე იწოდება ეკლამფსიად.
აუცილებელია ყველა ორსულის შემთხვევაში გამოირიცხოს პრეეკლამპსია პირველადად გამოვლენილი არტერიული წნევის მომატებისას და თანდართული პროტეინურიის არსებობისას.
რაც შეეხება შეშუპებებს, რადგანაც ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინაეობისას აღინიშნება ქალების უმეტესობაში, თავისთავად არ წარმოაგდენს ეკლამპსიის ნიშანს. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პრეეკლამპსიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 პრეეკლამპსია წარმოადგენს სწრაფად პროგრესირებად სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება:
✔️ არტერიული ჰიპერტენზიით;

✔️ პროტეინურიით;
✔️ პერიფერიული შეშუპებით
🧫 პრეეკლამპსიის განვითარებაში წამყვან როლს აკუთვნებენ ადჰეზიის მოლეკულებს, ინტეგრინებს და სისხლძარღვის ზრდის ფაქტორის რეცეპტორ – ლიგანდის ურთიერთკავშირს
⭕️ შედეგად საშვილოსნოს არტერიები არასაკმარისი დილატაციის უნარით ხასიათდება და ადგილი აქვს პლაცენტის ჰიპოპერფუზიას და ნაყოფის ზრდის შეფერხებას
📌 პრეეკლამპსიის რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:
➡️ პირველი ორსულობა;
➡️ დედის ასაკი 40 წელზე ზევით ან 18 წელზე ნაკლები;
➡️ პრეეკლამპსიის ოჯახური ანამნეზი;
➡️ მრავალნაყოფიანი ორსულობა ან ნაყოფის წყალმანკი;
➡️ გაცხიმოვნება;
➡️ მომატებული ინსულინრეზიტენტობა;
➡️ ტესტოსტერონის მაღალი დონე;
➡️ ქრონიკული ჰიპერტენზია;
➡️ თირკმლების დაავადება
👉 თუ გსურს, მეტი შეიტყო პრეეკლამპსიის შესახებ, გაეცანი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიას – https://bit.ly/3TuRwQT
#პრეეკლამპსია #რაარისპრეეკლამპსია #პრეეკლამპსიისსიმტომები #პრეეკლამპსიისნიშნები #პრეეკლამპსიისმიზეზები #პრეეკლამპსიისრისკფაქტორები #პრეეკლამპსიისდიაგნოსტიკა #ორსულობა #გართულებებიორსულობისას #ქრონიკულიჰიპერტენზია #პროტეინურია #ხელებისშეშუპება #სახისშეშუპება #ორსულთაპროტეინურია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.