თვალის კიბო

თვალის კიბო

ონკოლოგიურ პრაქტიკაში თვალების კიბო იშვიათად გვხვდება, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნის ეს სახეობაც ამჟღავნებს თავს. სტატისტიკის მონაცემებით, ათი წლის წინ, ასი ათასი ადამიანიდან თვალის კიბო ემართება ათ-თორმეტს. >>>>

თვალის კიბოს ეს ფორმა იშვიათია, დღესდღეობით ონკოლოგიური დაავადებების სტატისტიკა გაუარესდა. ასი ათასი ზრდასრული ადამიანიდან თვალის კიბო ემართება 20-25-ს. მედიკებმა შეამჩნიეს, რომ ადამიანთა უმრავლესობა ექიმს მიმართავს დაავადების ბოლო სტადიისას, როდესაც დახმარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე, სამწუხაროდ მოიმატა ბავშვების მიმართვების რაოდენობამაც.

თვალის კიბოს მიზეზები ძალიან მარტივია. პირველ რიგში, ეს ძალიან არაკეთილსასურველი ეკოლოგიური მდგომარეობა. ასევე, გახშირდა მთელი ოჯახის მემკვიდრული დაავადებებიც. აქ უნდა მიექცეს ყურადღება დაბინძურებულ წყალს, სადაც მძიმე მეტალთა მარილები მოიძებნება. ამ შემთხვევაში დარღვევები მიმდინარეობს გენეტიკურ ფონზე და ერთი თაობა შესაძლოა სრულად ჯანმრთელი იყოს, ხოლო მეორეს აღმოაჩნდეს სერიოზული პრობლემები.

რეტინობლასტომა – ეს თვალის კიბოს ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც გვხვდება ბავშვებში. ეს ძალიან საშიში დაავადებაა, რომელიც დროული სამედიცინო კვალიფიციური მკურნალობის არარსებობისას იწვევს ბავშვის სიკვდილს. ადრე ასეთ სიმსივნეს მკურნალობდენენ მხოლოდ ერთი მეთოდით-თვალის ამოკვეთით. ახლა კი პრაქტიკაში შემოტანილია ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები. თუ დაავადება გამოვლენილია ადრეულ სტადიაზე, მაშინ მისი განკურნება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის გარეშე და ასეთი სახით ბავშვს უნარჩუნდება  როგორც ორგანო, ასევე მხედველობაც. ამ მიზეზით აუცილებელოა ოფთალმოლოგთან ვიზიტი.

მეტად ხშირია თვალის კეთილთვისებიანი სიმსივნეების რაოდენობა. დაახლოებით სიმსივნეთა 70 კეთილთვისებიანია, მაგრამ მკურნალობის გარეშე ეს სიმსივნეები შესაძლოა გადაიზარდოს ავთვისებიანში. ამ მიზეზით, კეთილთვისებიან სიმსივნეს ამოკვეთენ. თვალის შინაგანი წარმონაქმნების 80% არის ავთვისებიანი.

ეკოლოგიის პარალელურად თვალის სიმსივნის მიზეზი ასევეე არის ულტრაიისფერი გამოსხივება. ოცდაათწელს გადაცილებულ ადამიანებს ექიმები არ ურჩევენ ხშირად მზის აბაზანების მიღებას და ურჩევენ მზის სათვალეების მოხმარებას. ასევე თვალის კიბო შეიძლება განვითარდეს აივ-ინფექციის ფონზე. თვალის კიბო ასევე შეიძლება იყოს არა პირველადი სიმსივნე, არამედ რომელიმე ორგანოს სიმსივნის მეტასტაზი. რაც არ უნდა იყოს ამ ავთვისებიანი სიმსივნის  მიზეზი, ის უნდა განიკურნოს.

თვალის სიმსივნეების მკურნალობა ტარდება კომპლექსური მეთოდით, როგორც სხვა წარმონაქმნების მკურნალობაც. აქ მიმართავენ ქიმიოთერაპიასა, სხივურ თერაპიას და ასევე ქირურგიას. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ექიმები ცდილობენ პაციენტს შეუნარჩუნონ ორგანო და მხედველობა. პაციენტთა 75%-ს უნარჩუნდება მხედველობა.

კიბოს ნებისმიერი ფორმის მკურნალობისას მნიშვნელოვანია დრო. რაც უფრო ადრე დადგინდება საშიშროება, მით უფრო მეტია იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანს შეუნარჩუნდეს ორგანო და მისი ფუნქცია. დაავადების პროფილაქტიკის გზები სამწუხაროდ არ არსებობს. ოფთალმოლოგთან სისტემატური ვიზიტები მოგვცემენ იმის შესაძლებლობას, რომ დადგენილ იყოს ნებისმიერი ცვლილება ადრეულ სტადიაზე. ესაა ის  ყველაფერი, რაც შეუძლია ადამიანს რომ გააკეთოს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები