მხედველობის ნერვის გლიომა

მხედველობის ნერვის გლიომა

მხედველობის ნერვის გლიომა – ნელა განვითარებადი პირველადი სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება მხედველობის ნერვის ღეროდან. მიმდინარეობა კეთილთვისებიანია, ინფილტრციული ხასიათის ზრდის მიუხედავად, მკვრივ ტვინის გარსში არ ჩაეზრდება. უჯრედოვანი სტრუქტურით განარჩევენ ასტროციტომას, ოლიგოდენდროგლიომას, სპონგიობლასტომას. გლიომა გვხვდება მხედველობის ნერვის მთელ სიგრძეზე, ხშირად მის ორბიტალურ ნაწილში. >>>>

მხედველობის ნერვის გლიომის სიმპტომები:

ადრეული სიმპტომებიდან ერთ-ერთია მხედველობის დაქვეითება, მოგვიანებით ვითარდება ექზოფთალმი. იმასთან დაკავშირებით, რომ სიმსივნე განთავსდება კუნთოვან ძაბრში, თვალის  კაკლის გადახრა არ აღინიშნება. მისი მოძრაობა შეიძლება შეზღუდული იყოს მკვეთრად გამოხატული ექზოფთალმის დროს. აღინიშნება ჰიპერმეტროფიის ხარისხის მომატება. სიმსივნის ნელი ზრდის გამო, ექზოფთალმიც ნელა პროგრესირებს. გამოკვეთილი ექზოფთალმის დროს აღინიშნება კერატიტის განვითარება, რქოვანას წყლულები. პროცესის დასაწყისში თვალის ფსკერი შეუცვლელია.

შემდეგ წარმოიქმნება მხედველობის ნერვის დისკი, ასევე შეიძლება განვითარდეს ბადურას ცენტრალური ვენის თრომბოზი აღინიშნება მხედველობის ნერვის მეორადი ატროფია. შესაძლებელია პირველადი ატროფიის განვითარებაც. მხედველობის ფუნქციის დარღვევები აღინიშნება 1,5-2 წლის განმავლობაში.

შიდაორბიტალური გლიომის ზრდისას სიმსივნე ძვლოვანი არხიდან მხედველობის ნერვით შეიძლება გავრცელდეს ქიაზმაზე (ქიაზმას გლიომა). მხედველობის ნერვის ქალას ნაწილში ლოკალიზებული გლიომის დროს, ეგზოფთალმი არ არ არის, ვითარდება მხედველობის ნერვის პირველადი ატროფია, მხედველობა ქვეითდება. ასეთ შემთხვევაში, ოფთალმოსკოპიის დროს დისკის მიდამოში ჩანს სხვადასხვა ზომის ახალი წარმონაქმნები. სიმსივნის ფერი თეთრი ან მოყვითალო-მოვარდისფროა, ფორმა ოვალური ან მომრგვალოა, ზედაპირი გლუვია ან ამობურცულია თხელი სისხლძარღვებით.

მხედველობის ნერვის გლიომის დიაგნოსტიკა:

დიაგნოზი ისმევა კლინიკური სიმპტომების საფუძველზე. მხედველობის ნერვის გლიომებსა და მელინგიომებს შორის დიფერენციული დიაგნოზისთვის მნიშვნელოვანია თვალის ბუდისა და მხედველობის ნერვის არხის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

მხედველობის ნერვის გლიომის დროს აღინიშნება თვალის ბუდის გაფართოება და გამუქება, ასევე მხედველობის ნერვის არხის თანაბარი გაფართოვება მისი კედლების დესტრუქციული ცვლილებების გარეშე. ქიაზმის დაზიანების შემთხვევაში, თურქული კეხი იღებს მსხლისებრ ფორმას. მენინგიომების დროს მხედველობის ნერვის არხი უმეტეს შემთხვევაში შეუცვლელია. თუ კი არხი გაფართოებულია, ის არათანაბარია და აღინიშნება კედლების დესტრუქცია. გლიომები ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში (1-10 წელი), მხედველობის მენინგიომა-20-50 წლის ასაკში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები