პეჯეტის დაავადება

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ თეთრეული ქალებისათვის მასტექტომიის (სარძევე ჯირკვლის მოკვეთის) შემდგომი პერიოდისათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან” (ჟოლოსფერი ტექსტები).

პეჯეტის დაავადება (სინ: სარძევე ჯირკვლის დვრილის კიბო, სარძევე ჯირკვლის ეგზემისმაგვარი კიბო) – ეს კიბოს სახეობაა, რომელიც ყალიბდება დვრილში ან მის ირგვლივ. პეჯეტის დაავადებით დაავადებულთა 95%-ს გააჩნია ასევე მკერდის კიბო. პეჯეტის კიბო შეადგენს სარძევე ჯირკვლის ნეოპლაზიის შემთხვევათა 0,5-დან 5%-მდე.
პეჯეტის დაავადების მქონე პაციენტთა უმეტესობის ასაკია-50 წელზე მეტი, იშვიათად ეს დაავადება ვითარდება 20 წლის ასაკში. დაავადების განვითარების საშუალო ასაკია-ქალებისთვის 62 წელი, მამაკაცებისთვის-69 წელი.
პეჯეტის დაავადება-იშვიათი დაავადებაა, როგორც ქალებში, ასევე კაცებშიც. არის სხვა დაავადებები, რომელთაც პეჯეტის დაავადებასთან არ აქვს კავშირი-სარძევე ჯირკვლის დვრილის კიბოსთან.

♦♦  მასტექტომიის შემდგომი ეგზოპროთეზები ,,ამაზონზე” >>>
♦♦ მასტექტომიის შემდგომი კომპრესიული სახელოები  ,,ამაზონზე” >>>
♦♦ ბიუსჰალტერები მასტექტომიის შემდგომ  ,,ამაზონზე” >>>
♦♦ ტანსაცმელი მასტექტომიის შემდგომ   ,,ამაზონზე” >>>
♦♦ საცურაო კოსტიუმები მასტექტომიის შემდგომი პერიოდისათვის ,,ამაზონზე” >>>


ეტიოლოგია, პათოგენეზი

პეჯეტის დაავადებამეცნიერებმა არ იციან პეჯეტის დაავადების განვითარების მიზეზი, მაგრამ არის ორი თეორია, იმის შესახებ თუ როგორ ვითარდება ეს დაავადება. პირველი თეორის მიხედვით, სიმსივნური უჯრედები, რომელთაც პეჯეტის უჯრედები ეწოდებათ, წარმოქმნიან სიმსივნეს მკერდში, შემდეგ კი სარძევე ჯირკვლიდან გადაადგილდებიან დვრილების ზედაპირზე, როგორც შედეგი ვითარდება პეჯეტის დაავადება-სარძევე ჯირკვლის დვრილის კიბო.
ამ თეორიიდან გამომდიანრე, პეჯეტის დაავადების მქონე პაციენტთა 97%-ზე მეტს გააჩნია მკერდის კიბო, ან სადინართა კარცინომა-დაავადება, რომლის დროს პათოლოგიური უჯრედები აღინიშნებიან მკერდში სარძევე ჯირკვლის სადინრებში.
მკერდის კიბოს შემდგომი განვითარებისას, პათოლოგიური უჯრედები სადინრებიდან ვრცელდებიან სარძევე ჯირკვლის ქსოვილში, ლიმფურ კვანძებზე და სხეულის სხვა ნაწილებში.
მეორე თეორიის თანახმად, დვრილების უჯრდები სპონტანურად გადაიქცევიან პეჯეტის უჯრედებად.
პროცესი განვითარდება სარძევე ჯირკვლის სადინრების პირველადი კიბოს ეპიდერმისში გავრცელებისას. პირველადი კიბო შეიძლება ინვაზიური იყოს ან in situ.

სიმპტომები, მიმდინარეობა

სადინრების ეპითელიუმში, დვრილის ეპიდერმისში, არეოლაში და სხვა კანის მიმდებარე უბანში ჩნდებიან მსხვილი ნეოპლასტიკური ეპითელური უჯრედები, ჰიპერქრომული ბირთვით და ღიად შეფერილი ციტოპლაზმით (პეჯეტის უჯრედები), რომლებიც წარმოიქმნება აპოკრინული ჯირკვლების ეპითელიუმიდან.
ასევე შესაძლებელია ექსტრამამალური პეჯეტის დაავადების განვითარება, ხშირად ანოგენიტალურ ან იღლიის მიდამოში (აპოკრინული ჯირკვლების განლაგების მიდამოში). ყველა შემთხვევაში გამოავლენენ პირველად კარცინომას.
პათომორფოლოგიური გამოკვლევებით სადინრების ეპითელიუმში, დვრილის ეპიდერმისში, არეოლაში და სხვა კანის მიმდებარე უბანში ჩნდებიან მსხვილი ნეოპლასტიკური ეპითელური უჯრედები, ჰიპერქრომული ბირთვითა და ღიად შეფერილი ციტოპლაზმით (პეჯეტის უჯრედები), რომლებიც წარმოიქმნება აპოკრინული ჯირკვლების ეპითელიუმიდან.

ეპიდერმოტროპული თეორია

პეჯეტის კიბოს განვითარების ეპიდერმოტროპული თეორია (სარძევე ჯირკვლის დვრილის) ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ პეჯეტის უჯრედები წარმოშობით არიან სადინრული კიბოს უჯრედები, რომლებიც მიგრირებენ სადინრების ბაზალური მემბრანების გასწვრივ დვრილის ეპიდერმისში.
ამ ფაქტის დამამტკიცებელია  დაავადებულებში შიდასადინრული ან ინვაზიური კარცინომის არსებობა; შემდეგ იმუნოლოგიური რექციების ერთობლიობა, რომელიც დემონსტრირდება პეჯეტის უჯრედებით და სადინრების ინფილტრაციული კიბოთი, დგინდება იმუნო-ჰისტოლოგიურად.
მემბრანული ანტიგენებით ჩატარებულმა ანალიზმა (ციტოკერატინი, კაზეინი, ლექტინი) აჩვენა პეჯეტის უჯრედების ნათესაობა სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებთან.
პეჯეტის უჯრედებში ონკოპროტეინ c-erbB-2-ის ჰიპერექსპრესიის ფაქტის აღმოჩენისას წარმოიქმნა  ქემოტაქსიური ფაქტორის არსებობის ჰიპოთეზა, რომელიც სეკრეტირდება ეპიდერმული კერატინოციტებით და ასტიმულირებს პეჯეტის უჯრედების გავრცელებას ეპიდერმისში. ონკოპროტეინ c-erbB-2 ჰიპერექსპრესირდება სარძევე ჯირკვლების ინვაზიური კიბოს შემთხვევათა 20%-ში, სადინრული კიბო in situ შემთხვევათა 50%-ში და სარძევე ჯირკვლის პეჯიტის კიბოს შემთხვევათა 90-100%-ში.
ონკოპროტეინ c-erbB-2 ასტიმულირებს პროლიფერაციას, რაც უფრო მნიშვნელოვნად აძლიერებს სიმსივნური უჯრედების მოძრაობას, მემბრანაში ექსპრესირებული ონკოპროტეინ c-erbB-2 ურთიერთქმედების გზით მოძრაობის ფაქტორებთან, რომელიც სეკრეტირდება ეპიდერმული კერატინოციტებით.
ეს განაპირობებს ქემოტაქსისს და ეპიდერმისის ინვაზიას პეჯეტის უჯრედებით, რაც ჯამში იწვევს ეპიდერმისში პეჯეტის უჯრედების გავრცელებას.~

კლინიკური ნიშნები

პეჯეტის დაავადების საწყისი  სიმპტომები მოიცავენ დვრილების სიწითლეს და ფარფლებს დვრილების კანზე. ადრეული სიმპტომები იწვევენ მსუბუქ გაღიზიანებას და არ არიან ექიმთან მიმართვის მიზეზი.
გაუმჯობესება კანზე შეიძლება სპონტანურად გამოვლინდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება განიხილოს როგორც დაავადების დასრულების ნიშანი.
დაავადების შემდეგი მიმდინარეობისას შეიძლება უფრო სერიოზული სიმპტომები გამოვლინდეს.
ამ ეტაპზე, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს  მომატებულ მგრძნობელობას, წვას და ტკივილს. ასევე შეიძლება იყოს დვრილებიდან გამონაყოფიც.
პეჯეტის დაავადების მქონე პაციენტთა თითქმის ნახევარში, სამედიცინო გამოკვლევისას ექიმმა შეიძლება მკერდში აღმოაჩინოს გამკვრივებები. შემთხვევათ უმეტესობაში, პეჯეტის დაავადება მოიცავს მხოლოდ დვრილებს, მაგრამ შემდეგ ვრცელდება მკერდზეც.
არეოლა-მუქი კანის მომრგვალო მიდამოა, რომელიც დვრილს წარმოქმნის.
პეჯეტის დაავადებას შეუძლია შეეხოს მხოლოდ არეოლას, და გავდეს ეგზემას, რადგან თან ახლავს ქავილი, გამონაყარი. იშვიათად პეჯეტის დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ორივე სარძევე ჯირკვალზე.

გამოვლენილი ცვლილებები

სარძევე ჯირკვლის პეჯეტის კიბოს დროს დადგენილია ცვლილებათა 3 ვარიანტი:

  • მხოლოდ დვრილოვან-არეოლურ მიდამოში;
  • სარძევე ჯირკვალში სიმსივნური კვანძის არსებობისას დვრილის და არეოლის ცვლილებები;
  • კლინიკური გამოკვლევისას სარძევე ჯირკვალში მხოლოდ  სიმსივნური კვანძი, რომელიც ენაცვლება ჰისტოლოგიურად გამოვლენილ დვრილის და არეოლის პეჯეტის კიბოს.

დაავადებულთა 50%-ში სარძევე ჯირვალში აღენიშნებათ პალპირებადი წარმონაქმნი; დაავადებათა დაახლოებით 90-94%-ში დიაგნოსტირდება ინვაზიური ზრდა და ავადმყოფთა ½-2/3-ში ლიმფურ კვანძებში აღენიშნებათ მეტასტაზები. პალპირებადი სიმსივნური წარმონაქმნის არარსებობისას ავადმყოფებში ვლინდება  დაავადების არაინვაზიური ფორმა (შემთხვევათა 66-86%-ში სარძევე ჯირკვლის პეჯეტის კიბო in situ)
სიმსივნური კვანძი შეიძლება დაკავშირებული არ იყოს დვრილთან: ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც ცვლილებები დვრილში და არეოლაში შეიძლება დაექვემდებარონ რედუქციას, როდესაც ორგანოს ქსოვილში პროგრესირებს ნეოპლასტიური პროცესი.

პეჯეტის კიბო მამაკაცებში

სარძევე ჯირკვლის პეჯეტის კიბო შეიძლება აღინიშნოს მამაკაცებშიც. კლინიკური გამოვლინებები ისეთივეა როგორც ქალებში. მამაკაცებში სწორ დიაგნოზს სვამენ გაცილებით გვიან, რადგან მათთვის სარძევე ჯირკვლის კიბო არ არის ტიპიური დაავადება.
კარგად ჩანს ერითემა, ეროზიები სადინრების დაზიანებით, არეოლის და დვრილის მიდამოში ქავილზე ჩივილი-მამაკაცების სარძევე ჯირკვლის პეჯეტის კიბოს დამახასიათებელი კლინიკური სურათია.
უფრო ხშირი კლინიკური ნიშნებია დვრილის და არეოლის ეგზემატოზური ცვლილებები (71%), აქსილარული ლიმფური კვანძების პალპირებადი გადიდება (54%), სარძევე ჯირკვალში პალპირებადი სიმსივნური წარმონაქმნი (43%),დვრილის ცვლილება და სისხლდენა (40%), ქავილი (14%), გამკვრივება (11%). >>> სიმსივნური დაავადებები


პეჯეტის დაავადებალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პეჯეტის დაავადება – კიბოს სახეობაა, რომელიც ყალიბდება დვრილში ან მის ირგვლივ
👵 პეჯეტის დაავადების მქონე პაციენტთა უმეტესობის ასაკია-50 წელზე მეტი, იშვიათად ეს დაავადება ვითარდება 20 წლის ასაკში
🔎 სარძევე ჯირკვლის პეჯეტის კიბოს დროს დადგენილია ცვლილებათა 3 ვარიანტი:
➡️ მხოლოდ დვრილოვან-არეოლურ მიდამოში;
➡️ სარძევე ჯირკვალში სიმსივნური კვანძის არსებობისას დვრილის და არეოლის ცვლილებები;
➡️ კლინიკური გამოკვლევისას სარძევე ჯირკვალში მხოლოდ სიმსივნური კვანძი, რომელიც ენაცვლება ჰისტოლოგიურად გამოვლენილ დვრილის და არეოლის პეჯეტის კიბოს
👉 შეიტყვეთ მეტი პეჯეტის კიბოს შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3FeLkbq

#პეჯეტისდაავადება #პეჯეტისდაავადებისსიმპტომები #პეჯეტისკიბო #სარძევეჯირკვლისკიბო #ძუძუსკიბო #სისხლიანიგამონადენიდდვრილიდან #ტკივილი #პეჯეტისკიბომამაკაცებში #ძუძუსთავებისგაბრტყელება #მომატებულიმგრძნობელობა #მკერდისგამკვრივება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით