ხახის თმიანი პოლიპი

თმიანი პოლიპი

თმიანი პოლიპი – თანდაყოლილი სიმსივნეა,  წარმოიქმნება ძირითადად რბილი სასის უკანა ნაწილიდან ან საყლაპავის გვერდითი კედლიდან. >>>>

ავტორთა ერთი ნაწილი თვლის, რომ თმიანი პოლიპები ემბრიონული ქსოვილების არასწორი ზრდის შედეგია, ანუ ნაყოფის ემბრიონული ნაწილების ნარჩენებია. მეორე ნაწილი კი ხედავს ეპიგნატიკურ წარმონაქმნს, როდესაც მეორე ნაყოფი, ნაკლებდიფერენცირებული და ჩანასახადაა დარჩენილი, ჩაერთვება უფრო განვითარებულ ტყუპად.

ჰისტოლოგიური გამოკვლევისას აღინიშნება ცხიმოვანი ქსოვილი, რომელშიც ჩართულია ჩანასახოვანი ნარჩენები და ხრტილოვანი ჩიპები.

თმიანი პოლიპები წარმოიქმნება ძირითადად რბილი სასის უკანა ნაწილიდან ან ცხვირ-ხახის გვერდითი კედლიდან. შემთხვევათა უმეტესობაში თმიანი პოლიპი აღინიშნება მარცხნივ.

თმიანი პოლიპები აღინიშნება სიცოცხლის პირველ დღეებში, როდესაც დარღვეულია სუნთქვა და გაძნელებულია წოვა. მათ გააჩნიათ გრძელი ფეხი, ხშირად გამოვარდებიან პირის ღრუში, გასაკუთრებით ტირილის დროს, და ამ დროს უფრო ართულებენ სუნთქვას. მათი ფორმა მომრგვალო, ზევიდან დაფარულია კანით და ნაზი თმებით. მიკროსკოპულად პოლიპები შედგება ცხიმოვანი მასისგან და სამი ჩანასახოვანი ფურცლის  უწესრიგოდ შერეული ქსოვილოვანი ნარჩენებისგან. არც ისე იშვიათად აღინიშნება ხრტილოვანი ელემენტები-მეორე ლაყუჩოვანი რკალის  ემბრიონული ხრტილის ნარჩენისგან.

პოლიპი ართულებს სუნთქვას და წოვას.

მკურნალობა ოპერაციულია. პოლიპს იჭერენ პინცეტით და გამოაქვთ პირის ღრუში რამდენადაც არის შესაძლებელი. მის ფეხს გადაახვევენ ლიგატურით და ამოკვეთენ. ამ დროს სისხლდენა არ არის.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები