იმბილდინგი Имбилдинг

ვუმბილდიგი/ იმბილდინგი

ვუმბიდინგი/იმბილდინგი, ვუმბილდინგი/იმბილდინგის ისტორია, ტერმინები: “ვუმბილდინგი” და ,,იმბილდინგი”, მენჯის კუნთების სისუსტის ნიშნები, ინტიმური კუნთების გავარჯიშების მეთოდები, ინტიმური კუნთების განვითარების ეფექტები, ინტიმური კუნთების გავარჯიშება მამაკაცებში >>> 

ვუმბილდინგი/იმბილდინგი ინტიმური კუნთების გასამაგრებელ ტრენაჟორული მეთოდიკაა.  აღნიშნული კუნთების გაძლიერება და მათი მართვის ტექნიკის დაუფლება მნიშვნელოვანია სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესების, ორსულობისა და  მშობიარობისათვის მომზადებისა და სხვადასხვა ქალური დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით. >>>>>

 

ვუმბილდინგი/იმბილდინგი – ისტორია

ვუმბილდინგი/იმბილდინგის ისტორია სათავეს იღებს ძველი საკრალური პრაქტიკიდან და სხვადასხვა ხალხების კულტურიდან. ინტიმური კუნთების ფორმის შენარჩუნებისათვის ყველა დროსა და საზოგადოებაში ზრუნავდნენ ამა თუ იმ სახით.  ჯერ კიდევ შორეულ წარსულში – ჩინეთში, იაპონიაში და  სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში უძველესი დროიდან თაობიდან თაობას გადასცემდნენ ინტიმური კუნთების მართვის ხელოვნებას. „სიყვარულის“ კუნთების განვითარებისათვის იყენებდნენ განსხვავებულ  ტრენაჟორებს, ქვისა თუ ხის კვერცხებს, იგონებდნენ მენჯის ფსკერის კუნთებისა და ვაგინალური არხის გავარჯიშების სხვადასხვა ხერხებს. მსგავსი ვარჯიშები აღწერილია ძველ ტრაქტატებში : „კამასუტრა“, „ტანტრე“, „დაო“ და სხვა. ჩინეთში მაგალითად ინტიმური კუნთების განვითარების საიდუმლო იმპერატორების სასახლეში ინახებოდა და მხოლოდ იმპერატორების მეუღლეები ეზიარებოდნენ მას. ისინი  ინტიმური კუნთების გასავარჯიშებლად ნეფრიტის კვერცხებსა და ტრენაჟორებს იყენებდნენ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, პირველი ტრენაჟორი, რომელიც აღმოაჩინეს, 400 წლისაა.

თანამედროვე სამყაროში ინტიმური კუნთების გამაგრების შესახებ მეცნიერებას სამხრეთ კალიფორნიის მედიცინის პროფესორმა, არნოლდ კეგელიმ   ჩაუყარა საფუძველი, 1940 -იანი წლების ბოლოს კეგელმა შეისწავლა მშობიარობის შემდგომი შარდის შეუკავებლობის მექანიზმი და აღმოაჩინა, რომ ამის მიზეზი მენჯის ფსკერის კუნთების სისუსტე იყო, პრობლემის გადაწყვეტას კი სწორედ ამ კუნთების გამაგრებაში ხედავდა.

არნოლდ კეგელიმ შეიმუშავა და სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი  შესთავაზა იმ პაციენტებს, რომლებიც იტანჯებოდნენ მშობიარობის შემდგომი შარდის შეუკავებლობით. ასევე შეიმუშავა პირველი თანამედროვე ტრენაჟორი. დღეისათვის კეგელის სახელი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, მისი მეთოდიკა, მის მიერ შექმნილი ტრენაჟორის მოდიფიკაციები გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში.

რუსეთში აღმოსავლური პრაქტიკისა და არნოლდ კეგელის სწავლების მიმდევრები გახდნენ ვ.მურავინსკი და ი.კორნევი, რომლებმაც კიდევ უფრო სრულყვეს არსებული ტრერნაჟორები და მეთოდიკა, ასევ შექმნეს საკუთარი. მათ მიერ შემოთავაზებულმა ინტიმური კუნთების ვარჯიშებმა მიიღო ვუმბილდინგისა და იმბილდინგის სახელწოდება.

ტერმინები: “ვუმბილდინგი” და ,,იმბილდინგი”.

ორივე ტერმინი, ვუმბილდინგი და იმბილდინგი ხმარებაში შემოიღო ვ.მურავინსკიმ, თუმცა  „ВУМбилдинг “დაპატენტდა და გამყარდა მისი მეთოდიკით, „ВУМбилдинг “-ის აბრევიატურა იშიფრება როგორც ვაგინალური მართვადი კუნთები ( Вагинально-Управляемые Мышцы + билдинг). კორნევი არ ეთანხმებოდა მის მოსაზრებას და თვლიდა,  რომ  არ არსებობს ვაგინალური მართვადი კუნთები, რადგანაც ვაგინალური არხის ზედა ნაწილი გლუვი მუსკულატურით არის წარმოდგენილი, რომელიც ნებას არ ექვემდებარება და შესაბამიად  მართვაც შეუძლებელია. კორნევი გამოეყო მურავინსკის და დღეისათვის ტერმინი „ИМбилдинг“ ასოცირებულია მის მეთოდიკასთან. „ИМбилдинг“ (Интимные  Мышцы)  ნიშნავს ინტიმური კუნთების გამაგრებასა და აღდგენას.

ჩვენს დროში ორივე მეთოდიკამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ფართო გავრცლება ჰპოვა რუსეთის საზღვრებს გარეთაც.

ვუმბილდინგი/იმბილდინგის გამოყენების ჩვენებები

ვუმბილდინგი/იმბილდინგის მეთოდიკას უნდა მივმართოთ მენჯის კუნთების სისუსტისას.

მენჯის კუნთების სისუსტის ნიშნები

  • სიცილისა და ხველის დროს ქალებში შარდის შეუკავებლობა
  • მოშარდვის იმპერატიული სურვილი
  • ჰემოროი – საშოს
  • უკანა კედლის დაწევის ხშირი შედეგი
  • ჰაერის მოხვედრა საშოში დახრისას, სქესობრივი სიახლოვისას
  • წყლის მოხვედრა აბაზანაში  ან აუზში ყოფნისას, რაც სახიფათოა ინფექციის შეჭრის თვალსაზრისით

   ინტიმური კუნთების გავარჯიშების მეთოდები

  • კეგელის ვარჯიშები, რაც განსაკუთრებით ეფექტურია ტრენაჟორთან ერთად
  • ვაგინალური ბურთულები – ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ბურთულა, რომლის მოთავსება ხდება საშოში  მთელი დღის განმავლობაში
  • ნეფრიტის კვერცხებით ვარჯიშები – ნეფრიტისაგან დამზადებული  სამი სხვადასხვა ზომის კვერცხი  გამოიყენება საშოს  შესასვლელის, კედლების კუნთებისა და ვაგინალური არხის გასავარჯიშებლად. მათი განსხვავებული  ფორმის, ზომისა და წონის შესაძლებელია მათი პასიური მოხმარება, როდესაც თავსდება საშოში მთელი დღის განმავლობაში  და სხვადასხვა ტიპის აქტიური ვარჯიშებისათვის
  • იმბილდინგი, რომელიც აძლიერებს მენჯის ფსკერის კუნთებს და აიოლებს მათ მართვას. იმბილდინგისათვის გამოიყენება ვაგინალური ბურთულა და ლაზერული ტრენაჟორი, ასევე გამოიყენება კეგელის ტრენაჟორი, ვაგინალური არხის ზედა ნაწილის გასავარჯიშებლად კი  პნევმატური ტრენაჟორი

 ვუმბილდინგი/ იმბილდინგი –  ინტიმური კუნთების განვითარების ეფექტები

ვუმბილდინგი/იმბილდინგის შედეგად მცირე მენჯის ქსოვილები ხდება ელასტიური, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების  მიწოდება ქსოვილებისადმი. სწრაფად ხდება  საშოში  ქსოვილებისა და მენჯის ფსკერის  კუნთების აღდგენა მშობიარობის შემდეგ, მცირდება საშოში  მოცულობა, იზრდება ეროგენული ზონების მგრძნობელობა, ნორმალიზდება ქალური ჰორმონების სეკრეცია. რიგი წყაროები თვლიან, რომ ძლიერდება ასევე დიაფრაგმისა და მუცლის პრესის კუნთებიც, რაც განაპირობებს მშობიარობისას ჭინთვების გაიოლებას.

ვუმბილდინგი/იმბილდინგის  –  ინტიმური კუნთების გავარჯიშება მამაკაცებში

მამაკაცებში ინტიმურ კუნთებს მიეკუთვნება ანუსის ამწევი კუნთები (ლათ. m. Levator ani), რომლებიც მჭიდროდ ესაზღვრება წინამდებარე ჯირკვალს, შესაბამისად მათი გავარჯიშება ხელს უწყობს წინამდებარე ჯირკვლიდან  სეკრეტის გამოდინებას, რაც შეგუბებითი მოვლენებისა და პროსტატიტის პროფილაქტიკისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ბულბო-სპონგიოზური და იშიო-კავერნოზული კუნთები მონაწილეობს ორგაზმის  დროს სპერმის გადმოსროლაში, ასევე შარდის გამოყოფაში. იგივე კუნთები განაპიროებებს ერექციის გაძლიერებას ვენური უკუდინების დათრგუნვის მეშვეობით, თუმცა მხოლოდ გაძლიერებას იწვევენ, ერექციის პროცესთან პირდაპირი კავშირი არ გააჩნიათ. ასევე ძლიერდება ურეთრის სფინქტერი, რომელიც წინა ურეთრას გამოყოფს უკანისაგან, მონაწილეობს ეაკულაციის აქტში და შარდის გამოყოფის პროცესში.

  გაფრთხილება!

 საიტის «კეგელის ტრენაჟორი» სარჩევი:

  1. ვუმბილდინგი
  2. იმბილდინგი
  3. ვუმბილდიგი/ იმბილდინგი
  4. იმბილდინგის ჩვენებები და უკუჩვენებები
  5. კეგელის ვარჯიშები
  6. კეგელის ტრენაჟორი
  7. სექსუალური ბიორითმები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
• გაფრთხილება
• დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
• დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.