მაზოხიზმი

მაზოხიზმი 2მაზოხიზმი

მაზოხიზმი  (ავსტრიელი მწერლის ზახერ-მაზოხის მიხედვით, რომლემაც აღწერა სქესობრივი დარღვევის ეს სახე, სინონიმები – ალგომანია, ალგოფილია, პასივიზმი), სქესობრივი გარყვნილების სახეა, როდესაც სქესობრივი აღგზნებისა და დაკმაყოფილების მისაღწევად აუცილებელია პარტნიორისაგან  ტკივილის მიყენება ან მორალური დამცირება. სპეციალისტების უმეტესობა თვლის,  რომ ფიზიკური ტკივილი მაზოხისტისთვის არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ უფრო მეტად ესაა სურვილი, დაემორჩილოს სხვის ნებას, იგრძნოს პარტნიორის ძალაუფლება, სიამოვნება განიცადოს საკუთარი მორჩილებითა და უსუსურობით. როგორც ჩანს ამის მიზეზი ერთხელ უკვე განცდილი სისუსტე, დაუცველობა, ღირსების შელახვა, ძალადობაა, რომელმაც ძლიერი ემოციური გავლენა მოახდინა ადამიანის ფსიქიკაზე და  საფუძველად დაედო  მსგავსი მაზოხისტური სქესობრივი განცდის ფორმირებას. >>>>

ზოგადად მიღებულია ქალის პასიურ სქესობრივ პარტნიორად მიჩნევა, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად მამაკაცია სწორედ სიახლოვის ინიციატორი, მის ქმედებაში კი არცთუ იშვიათია სადისტური ელემენტები. შესაბამისად ქალის სექსუალობას გარკვეული მაზოხისტური მიმართულება აქვს, რაც სხვადასხვა ხარისხითაა გამოხატული. >>>> მაზოხიზმის ხარისხი დამოკიდებულია სქესობრივ პარტნიორზე, ადამიანი მიდის ყოველგვარ მსხვერპლზე, იმისთვის, რომ  არ დაკარგოს პარტნიორი, ამასთან, მით მეტ სექსუალურ სიამოვნებას განიცდის, რაც მეტად დომინირებს პარტნიორი, რაც მეტად ამცირებს მაზოხისტს.

მაზოხიზმის სახეებიდან გამოყოფენ აზრობრივ მაზოხიზმს, როდესაც ადამიანის წარმოსახვაში ვითარდება სცენები, დამცირების, დაშინების და ა.შ. სიმბოლური მაზოხიზმის დროს ინდივიდის მოქმედება არაპროგნოზირებადია და გაუგებარია ირგვლივმყოფებისათვის. მაგალითად ცოლიანი მამაკაცი მიდის  მეგობარ ქალთან, რომელიც ირგებს შეშინებული ქალის  როლს და თითქოს მისი მეუღლე ეს ესაა უნდა მოვიდეს,  იძულებულია მამაკაცი დაამწყვდიოს კარადაში ხანგრძლივი დროით. კარადიდან განთავისუფლების შემდეგ კი  მამაკაცი შედეგით საკმაოდ კმაყოფილი ბრუნდება სახლში. მიუხედავად ამისა მაზოხისტი არ ისწრაფვის ტანჯვისაკენ, მაგრამ განსაზღვრულ სიტუაციებში ტკივივილის ინტენსიფიცირება ესაჭიროება, რომ  ტკივილის მოხსნის შემდეგ განიცადოს კმაყოფილება.

მაზოხიზმი  უდაოდ ნორმიდან გადახრაა, თუმცა აქვს არსებობის უფლება იმ პირობით, რომ ზიანს არ მიაყენებს გარშემომყოფებს, არ გადავა ტკივილის ზღურბლს და არ შექმნის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს, არ ხელყოფს პიროვნების უფლებებს, არამედ უბრალოდ სექსუალური თამაშის ელემენტს წარმოადგენს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სქესობრივი დარღვევები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..

One thought on “მაზოხიზმი”

Comments are closed.