მაზოხიზმი

მაზოხიზმი  (ავსტრიელი მწერლის ზახერ-მაზოხის მიხედვით, რომლემაც აღწერა სქესობრივი დარღვევის ეს სახე, სინონიმები – ალგომანია, ალგოფილია, პასივიზმი), სქესობრივი გარყვნილების სახეა, როდესაც სქესობრივი აღგზნებისა და დაკმაყოფილების მისაღწევად აუცილებელია პარტნიორისაგან  ტკივილის მიყენება ან მორალური დამცირება. სპეციალისტების უმეტესობა თვლის,  რომ ფიზიკური ტკივილი მაზოხისტისთვის არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ უფრო მეტად ესაა სურვილი, დაემორჩილოს სხვის ნებას, იგრძნოს პარტნიორის ძალაუფლება, სიამოვნება განიცადოს საკუთარი მორჩილებითა და უსუსურობით. როგორც ჩანს ამის მიზეზი ერთხელ უკვე განცდილი სისუსტე, დაუცველობა, ღირსების შელახვა, ძალადობაა, რომელმაც ძლიერი ემოციური გავლენა მოახდინა ადამიანის ფსიქიკაზე და  საფუძველად დაედო  მსგავსი მაზოხისტური სქესობრივი განცდის ფორმირებას.

ზოგადად მიღებულია ქალის პასიურ სქესობრივ პარტნიორად მიჩნევა, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად მამაკაცია სწორედ სიახლოვის ინიციატორი, მის ქმედებაში კი არცთუ იშვიათია სადისტური ელემენტები. შესაბამისად ქალის სექსუალობას გარკვეული მაზოხისტური მიმართულება აქვს, რაც სხვადასხვა ხარისხითაა გამოხატული.მაზოხიზმის ხარისხი დამოკიდებულია სქესობრივ პარტნიორზე, ადამიანი მიდის ყოველგვარ მსხვერპლზე, იმისთვის, რომ  არ დაკარგოს პარტნიორი, ამასთან, მით მეტ სექსუალურ სიამოვნებას განიცდის, რაც მეტად დომინირებს პარტნიორი, რაც მეტად ამცირებს მაზოხისტს.

მაზოხიზმის სახეებიდან გამოყოფენ აზრობრივ მაზოხიზმს, როდესაც ადამიანის წარმოსახვაში ვითარდება სცენები, დამცირების, დაშინების და ა.შ. სიმბოლური მაზოხიზმის დროს ინდივიდის მოქმედება არაპროგნოზირებადია და გაუგებარია ირგვლივმყოფებისათვის. მაგალითად ცოლიანი მამაკაცი მიდის  მეგობარ ქალთან, რომელიც ირგებს შეშინებული ქალის  როლს და თითქოს მისი მეუღლე ეს ესაა უნდა მოვიდეს,  იძულებულია მამაკაცი დაამწყვდიოს კარადაში ხანგრძლივი დროით. კარადიდან განთავისუფლების შემდეგ კი  მამაკაცი შედეგით საკმაოდ კმაყოფილი ბრუნდება სახლში. მიუხედავად ამისა მაზოხისტი არ ისწრაფვის ტანჯვისაკენ, მაგრამ განსაზღვრულ სიტუაციებში ტკივივილის ინტენსიფიცირება ესაჭიროება, რომ  ტკივილის მოხსნის შემდეგ განიცადოს კმაყოფილება.

მაზოხიზმი  უდაოდ ნორმიდან გადახრაა, თუმცა აქვს არსებობის უფლება იმ პირობით, რომ ზიანს არ მიაყენებს გარშემომყოფებს, არ გადავა ტკივილის ზღურბლს და არ შექმნის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს, არ ხელყოფს პიროვნების უფლებებს, არამედ უბრალოდ სექსუალური თამაშის ელემენტს წარმოადგენს.

სქესობრივი დარღვევები


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!

1 comment on “მაზოხიზმი”

Comments are closed.