თირკმლის დისტოპია

თირკმლის დისტოპია

თირკმლის დისტოპია, თირკმლის დისტოპია – კლინიკური სურათი, თირკმლის დისტოპია – მკურნალობა >>>

თირკმლის დისტოპია  თირკმლის მდებარეობის თანდაყოლილი ცვლილებაა,  რაც ვითარდება ემბრიონალურ პერიოდში, როდესაც ნორმაში ხდება თირკმლის მენჯის ღრუდან წელის მიდამოში გადაადგილება და საკუთარი ღერძის გარშემო შემოტრიალება. აღნიშნული პროცესის შეფერხებისას ადგილი აქვს თირკმლის, უფრო ხშირად კი  მარცხენა  თირკმლის დისტოპიას.  განასხვავებენ მენჯისმიერ, წელისა და თეძოსმიერ დისტოპიას. თირკმლის დისტოპია ხელს უწყობს შემდგომში   შარდის ქრონიკული სტაზის, ჰიდრონეფროზის,  ქრონიკული პიელონეფრიტისა და შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებას.

თირკმლის დისტოპია – კლინიკური სურათი

დისტოპირებული თირკმელი პალპაციისას შეიგრძნობა, მცირედ მოძრავი მკვრივი წარმონაქმნის სახით. შესაძლებელია აღინიშნებოდეს ტკივილი მუცელში, პიურია. დიაგნოზი დგინდება ექსკრეტორული უროგრაფიით.

თირკმლის დისტოპია – მკურნალობა

გაურთულებელი დისტოპირებული თირკმელი მკურნალობას არ საჭიროებს, ოპერაციული ჩარევის სახე  განისაზღვრება  გართულების ხასიათის მიხედვით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები