თირკმლის ჰიპოპლაზია

თირკმლის ჰიპოპლაზია

თირკმლის ჰიპოპლაზია, თირკმლის ჰიპოპლაზია – დიაგნოსტირება, თირკმლის ჰიპოპლაზია – მკურნალობა >>>

თირკმლის ჰიპოპლაზია  ხასიათდება ძირითადად ერთი, იშვიათად კი ორივე თირკმლის ზომაში მნიშვნელოვანი შემცირებით. განასხვავებენ თირკმლის ჰიპოპლაზიის  ორ ფორმას: რუდიმენტული  თირკმელი (დისპლაზირებული) და ჯუჯა თირკმელი, ნეფრონების ნორმალური აგებულების ფონზე მათი რაოდენობის შემცირებით. ჰიპოპლაზირებული თირკმლის სისხლმომარაგება არასაკმარისია, რაც არცთუ იშვიათად რთულდება ნეფროგენული ჰიპერტონიით. ჰიპოპლაზირებული თირკმელში ვითარდება ყველა ის დაავადება, რაც შეიძლება განვითარდეს ნორმალურად ფორმირებულ თირკმელში.

თირკმლის ჰიპოპლაზია – დიაგნოსტირება

თირკმლის ჰიპოპლაზიის დიაგნოზი ეყრდნობა ექსკრეტორული უროგრაფიისა და სცინტიგრაფიის მონაცემებს, რომლებზეც კარგად ჩანს ზომაში მნიშვნელოვნად შემცირებული თირკმელი და კომპენსატორულად გადიდებული კონტრალატერალური თირკმელი.

თირკმლის ჰიპოპლაზია – მკურნალობა

ჰიპოპლაზირებული თირკმელი მკურნალობას მოითხოვს გართულებულ შემთხვევებში, პიელონეფრიტისა და ჰიპერტონიის დროს. ჰიპოპლაზირებული თირკმლის მოცილება ხდება მხოლოდ კონტრალატერალური თირკმლის ნორმალური ფუნქციონირებისას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები