მახინჯაური

მახინჯაურის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

მახინჯაური – ადმინისტრაციული მდებარეობა – ხელვაჩაურის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – შავი ზღვის სანაპიროს ვიწრო ზოლი, კარა-დარესა და მწვანე კონცხს შორის მოთავსებული ველი, ქ. ბათუმიდან ჩრდილო-დასავლეთით 6 კმ-ის მანძილზე. სიმაღლე ზღვის დონიდან – 15 მ. რელიეფი – ვაკე.
მახინჯაური – კლიმატი – ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,70C. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,60C. ნალექების წლიური რაოდენობა – 2750 მმ. ჰაერის საშუალო ფარდობითი ტენიანობა – 81%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1900 საათი
მახინჯაური – ფლორა – სხვადასხვა ხეხილი (ციტრუსოვანი) და დეკორატიულ– სუბტროპიკული ჯიშები
მახინჯაური – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და სუბთერმული (ტემპერატურა 230C – 260C), სუსტად სულფი-დური, კარბონატულ-ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,2 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები მახინჯაურში: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ზღვის წყლის აბაზანები, ტერენკური და სხვ.), მინერალური წყლის აბაზანები.… >> საქართველოს კურორტები

.

.