ჰერმაფროდიტიზმი

ჰერმაფროდიტიზმიჰერმაფროდიტიზმი

ჰერმაფროდიტიზმი, ჭეშმარიტი და ცრუ ჰერმაფროდიტიზმი,  ჰერმაფროდიტიზმის ნიშნები, ჰერმაფროდიტიზმის მკურნალობა >>>

ჰერმაფროდიტიზმი (ბერძ. Hermaphrodites – ჰერმაფროდიტი – ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჰერმესისა და აფროდიტეს ვაჟიშვილი, რომელშიც გაერთიანებული იყო მდედრობითი და მაამრობითი სქესის ნიშნები, სინონიმები: ანდროგინია, ორსქესიანობა), სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიაა, რომლის დროსაც გარეთა სასქესო ორგანოებს  ორივე სქესისათვის დამახასიათებელი შუალედური გარეგნობა აქვს. გვხვდება 2000 ახალშობილზე ერთი შემთხვევა.

 ჰერმაფროდიტიზმი 1

ჰერმაფროდიტიზმი დროს ძნელია ინდივიდის სქესის განსაზღვრა. განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ ჰერმაფროდიტიზმს. >>>>

ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი დროს ერთდროულად წარმოდგენილია მდედრობითი და მამრობითი სასქესო ჯირკვლები; ცრუ ჰერმაფროდიტიზმი დროს კი სასქესო ჯირკვლები ჩამოყალიბებულია რომელიმე ერთი ტიპით, თუმცა გარეთა სასქესო ორგანოები კი ორსქესიანი აგებულებისაა. ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი უფრო  იშვიათად გვხვდება. მდედრობითი და მამრობითი სასქესო ჯირკვლები შესაძლოა  ერთიანი ჯირკვლის სახით იყოს ან არსებობდეს დამოუკიდებლად. ქრომოსომების ნაკრები (კარიოტიპი) ასეთ ავადმყოფებში შეესაბამება მდედრობით სქესს, იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ერთდროულად როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი ქრომოსომების ნაკრების შემცველი უჯრედები (მოზაიციზმი), აღინიშნება სარძევე ჯირკვლების განვითარება, შეიძლება შეინიშნებოდეს სპონტანური მენსტრუაციაც, თმიანობა ქალური ტიპით, იშვიათად მამაკაცური შტრიხები, ფიგურა ბისექსუალურია.

 მამაკაცური ცრუ ჰერმაფროდიტიზმი ნიშნები ვლინდება გონადების დისგენვიისა დროს და არასრული მასკულინიზაციის სინდრომის დროს, განსაკუთრებული ფორმაა – ტესტიკულარული ფემინიზაციის სინდრომი. ცრუ ქალური ჰერმაფროდიტიზმი დროს ხშირად  ხდება თანდაყოლილი ადრენოგენიტალური სინდრომის დიაგნოსტირება.  ჰერმაფროდიტიზმზე ეჭვი შეიძლება მივიტანოთ ბავშვის დაბადებისას, როდესა შერწყმულია ჰიპოსპადია კრიპტორქიზმთან, აღინიშნება განუვითარებელი კლიტორის მსგავსი, სასქესო ასო, გაორმაგებული სასქესო ბაგეების მსგავსი სათესლე პარკი. დიაგნოზის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად აუცილებელია ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, გენეტიკოსის კონსულტაცია.

ჰერმაფროდიტიზმი მკურნალობა მკვეთრად ინდივიდუალურია. სქესის არჩევისას მხედველობაში იღებენ გონადების  ფუნქციურ პრევალირებას. ქირურგიული მკურნალობა  მოიაზრებს ამ შემთხვევაში გარეთა სასქესო ორგანოები პლასტიკური ოპერაციას. ზოგ შემთხვევაში ხდება  მანკიერად ჩამოყალიბებული სასქესო ჯირკვლის მოცილება. პროგნოზი ჰერმაფროდიტიზმი დროს, გარდა ზოგი გამონაკლისი შემთხვევებისას კეთილსაიმედოა, თუმცა აუცილებელია სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. შვილოსნობის ფუნქციის განხორციელება ჰერმაფროდიტიზმი დროს შეუძლებელია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სქესობრივი დარღვევები