ილუზიები

ილუზიები

 ილუზიები – რეალურად არსებული ნივთების ან მოვლენების  მცდარი,  არასწორი აღქმა.

ილუზიები განსაკუთრებით ხშირად ჩნდება განგაშით და შიშით მიმდინარე  დეპრესიის ფონზე, ასევე  არასაკმარისად მკაფიო აღქმისიას, რომელიც დაკავშირებულია გრძნობათა ორგანოების (მაგალითად, მხედველობა, სმენა) ფუნქციონირებათა გაუარესებასთან. ილუზიის ტიპიურ მაგალითს, რომელიც ემართება ჯანმრთელ ადამიანსაც, წარმოადგენს ღამით ტყეში სხვადასხვა საგნების შეცდომით აღქმა (ბუჩქი მოჩანს ადამიანად და სხვა). ფსიქიკური დაავადებების დროს ილუზიები აღინიშნება ძირითადად  მწვავე ფსოქზის საწყის სტადიაში (ალკოჰოლური ან ინფექციური დელირიუმის დროს) და წარმოადგენს ჰალუცინაციების მაცნეს. ილუზიები შესაძლებელია იყოს როგორც მხედველობითი, ასევე სიტყვითი. მაგალითად, უცხო ადამიანის ხელში კაშკაშა ნივთები მოჩანს დანად, ირგვლივმყოფთა საუბარში ისმის ლანძღვა-მუქარა  ავადმყოფის მისამართით და ა.შ.  ხანდახან ავადმყოფები შპალერზე ნახატებში ან კედლების ბზარებში ხედავენ ფერად  სურათებს, ფანტასტიკური შინაარსის სცენებს, ადამიანის და ცხოველების სილუეტებს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988