მესტია

მესტიის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

მესტია – ადმინისტრაციული მდებარეობა – ზემო სვანეთი, რაიონული ცენტრი. გეოგრაფიული მდებარეობა – მესტიის ქვაბული, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირები. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1500-1550 მ. რელიეფი – მთაგორიანი. კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი
ნოემბრის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე აღინიშნება მდგრადი თოვლის საფარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 60C. ზაფხული ხანმოკლე, გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 16,40C. ნალექების წლიური რაოდენობა – 960 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 75%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000 საათი
მესტია – ფლორა – გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი და ფრაგმენტებად წაბლნარი, მარადმწვანე ბუჩქნარი
მესტია – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული (და ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული) კალციუმიან-ნატრიუმიანი (და კალციუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-2,5 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები მესტიაში: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.  … >> საქართველოს კურორტები

.

.

Share this...Share on Facebook
Facebook