ინტელექტუალური განვითარების შეფერხება

ინტელექტუალური განვითარების შეფერხება

რამდენად ძლიერად შეიძლება იყოს გამოხატული ინტელექტუალური განვითარების შეფერხება? 

ინტელექტუალური განვითარების შეფერხებას  ადაპტაციური  შესაძლებლობების დაბალი დონე განაპირობებს. გამოხატვის ხარისხის მიხედვით გამოყოფენ  ორ ძირითად ჯგუფს: ინტელექტუალური განვითარების მსუბუქი  და  შედარებით ღრმა შეფერხება.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ინტელექტუალური განვითარების მსუბუქი შეფერხება  განპირობებულია ბევრი, ხშირ შემთხვევაში  ერთდროულად  რამდენიმე ფაქტორის თანაარსებობით, მაგალითად, გენეტიკური და სოციალური (პედაგოგიური უყურადღებობა).  ინტელექტუალური განვითარების შეფერხების ნიშნები ხშირად  მხოლოდ სკოლაში სწავლის დაწყებისას ვლინდება. აღინიშნება სირთულეები მათემატიკის ათვისებასთან დაკავშირებით, გაძნელებულია ლოგიკური აზროვნება,  ცალკეული თვისებების  გაერთიანება და  განცალკევება. კარგი მექანიკური მეხსიერება და წერის საკმარისი  უნარები მშობლების კმაყოფილებას იწვევს,  ბავშვს ეკისრება  მაღალი მოთხოვნებს უყენებენ, სკოლაში კი პირიქით თვლიან ზარმაცად. შედარებით მძიმე ფორმის დროს უმეტესად ერთი გამომწვევი ფაქტორი აღინიშნება, რომლის დადგენაც 50% შემთხვევაში შესაძლებელია. აღნიშნული ფაქტორები შეიძლება იყოს გენეტიკური მეტაბოლური დარღვევები (ფენილკეტონურია და სხვ.), ქრომოსომული პათოლოგიები (დაუნის სინდრომი), ზოგიერთი დედის ბაქტერიული და  ვირუსული დაავადებები, რომელთა გადატანაც ორსულობის პერიოდში მოხდა, ახალშობილთა ენცეფალიტი (ტვინის ანთება)  და სხვ.  ნიშნები საკმაოდ მკვეთრად ვლინდება ჯერ კიდევ ადრეული განვითარების სტადიაზე. გამოიხატება უინტერესობა გარემოსა და სათამაშოების მიმართ, ლაპარაკს იწყებენ გვიან, მნიშვნელოვნადაა შენელებული მოძრაობითი და მეტყველებითი განვითარება. არცთუ იშვიათად აღინიშნება მიკროცეფალია ან თავის დიდი ზომა, ქალას დეფორმაციები, ყურის ნიჟარების, თვალის კაკლების, ხელისა და ფეხის თითების ცვლილებები, შინაგანი ორგანოების მანკები, რაც ვლინდება ინსტრუმენტული კვლევების დროს.

დიაგნოსტირება და მკურნალობა

ინტელექტუალური განვითარების შეფერხების დონის განსაზღვრაში გვეხმარება  ფსიქოლოგიური ტესტები, მათ საფუძველზე ხდება 5 წლამდე ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარების შეფასება, ხოლო 5 წლის ზევით  – ინტელექტის კოეფიციენტით. ინტელექტის ნორმალური კოეფიციენტი 100, სტანდარული გადახრა  – 16, თუ ინტელექტის კოეფიციენტი 20-ის ქვევითაა, – ღრმა ინტელექტუალური განვითარების  შეფერხებასთან  გვაქვს საქმე,  20-35 – გამოხატული,  36-51  – ზომიერი, 52-67 – მსუბუქი, 68-83 – გარდამავალი მდგომარეობა,  84-115 – ნორმა. ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მკურნალობა დაფუძნებულია სიცოცხლის პირველი წლიდანვე რეაბილიტაციაზე, ასევე ფიზიკური და სოციალურ განვითარებაზე. ხშირად გამოიყენება ფარმაკოლოგიური მკურნალობა, ნერვული სისტემის  განვითარების გაუმჯობესებისათვის. მნიშვნელოვანი ან ზომიერი ინტელექტუალური შეფერხების დროს  არსებობს სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, განვითარების ადაპტირებული პროგრამით. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა სახლის პირობებშიც გააგრძელონ  სწავლება ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სოციალურ ასპექტებში. ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მსუბუქი ფორმის დროს ბავშვი უნდა სწავლობდეს ჩვეულებრივ სკოლაში – ინტეგრირებული სწავლება მუდმივი მხარდაჭერისა და  დახმარების წყალობით არამარტო მშობლებისა და პედაგოგების,  ბავშვების მხრიდანაც დიდი სოციალური მნიშვნელობისაა. პედიატრიული დაავადებები