არაქისის კარაქი , არაქისი

არაქისი

არაქისი – მიწის თხილი (Arachis) — პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარის გვარია. ცნობილია მისი 15 სახეობა. კულტურული სახეობებიდან გავრცელებულია Arachis hypogaea. არაქისი გავრცელებულია ამერიკაში, ევროპაში, საქართველოში, შუა აზიაში, უკრაინაში, კრასნოდარის მხარეში, ჩინეთში, ინდოეთში. მის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკას მიიჩნევენ.
არაქისს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია – კარგია გულის მუშაობისთვის, ენერგიულობისთვის და ა.შ. თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება.
არაქისი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებსა და ცილებს, მისი კალორიულობაა 100 გრამზე 552 კკალორია, ხოლო არაქისის ზეთის – 884 კკალორიაა. მისი დიდი რაოდენობით მიღება სიმსუქნის მიზეზი შეიძლება გახდეს.

100 გრამი არაქისის კვებითი ღირებულება 

კალორიულობა – 500–800 კკალორია

არაქისის შემადგენლობა 

მიწის თხილი შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, В1, В2, РР, Е, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს. ის შეიცავს 35%-ზე მეტ ცილებსა და დაახლოებით 50% ცხიმებს.

ცილები – 26,4 გ
ცხიმები – 45,3 გ
ნახშირწყლები – 9,8 გ
ნაცარი – 2,7 გ
წყალი – 8 გ

სიფრთხილის ზომები

  • არაქისზე (მიწის თხილზე) ბევრს აქვს ალერგია. ამ დროს, ცხადია მისი მიღება არ შეიძლება 
  • არაქისის მიღება არ არის რეკომენდირებული  პოდაგრის, ართროზისა და ართრიტის დროს.
  • ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს წონაში მატებას.
  • მიწის თხილის არასწორად შენახვისას (ნესტიან ადგილებში) მას უჩნდება სოკო, რომელიც ტოქსინებს გამოყოფს, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმში მოხვედრისას დასუსტებულ ორგანოებს აზიანებს. ამიტომ არაქისის შეძენის დროს ყურადღებით იყავით.

1. გადასვლა დიეტების სათაო გვერდზე >>>
2. გადასვლა პორტალის სათაო გვერდზე >>>