მუხური

მუხურის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

მუხური – ადმინისტრაციული მდებარეობა – ჩხოროწყუს რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – ოდიშის ვაკე, მდ. ხობის ნაპირი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 260 მ. რელიეფი – ვაკე. კლიმატი – ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი თბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,50C. ზაფხული თბილი, ხანგრძლივი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 230C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1400-1600 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 74%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1700-1800 საათი
მუხური – ფლორა – ფოთლოვანი (მუხა, რცხილა, ძელქვა) ტყეები
მუხური – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: მუხურიდან 4 კმ-ის მანძილზე მდებარეობს მინერალური წყლის «ლუგელას» საბადო. «ლუგელა» ბუნებრივი მედიკამენტია და წარმოადგენს კალციუმის ქლორიდის 9,5%-იან ხსნარს. მინერალური წყლის საერთო მინერალიზაციაა 45-60 გ/დმ3 და ტემპერატურა – 120C
მუხური – მკურნალობის სახეობა – მინერალური წყლის მიღება (დალევა).>> საქართველოს კურორტები

.

.