ისტერიული სიყრუე

ისტერიული სიყრუე

ისტერიული სიყრუე ყველაზე ხშირად ვითარდება ომიანობის დროს და უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ისტერიული სიბრმავე. სიყრუეს შეიძლება თან ახლდეს მეტყველების დარღვევა (სიმუნჯით-  მუტიზმით) და ვითარდება სურდომუტიზმი. ხშირად ისტერიული წარმოშობის სიყრუის დროს აღინიშნება ყურის ნიჟარების მგრძნობელობის დაქვეითება, რაც სინამდვილეში შეუძლებელია. ისტერიული სიყრუის მქონე ავადმყოფები  კარგად აღიქვამენ მეტყველებას, მისი სირთულის და სიმაღლის მიუხედავად. მთავარია მეტყველების ინფორმაციული მნიშვნელობა და ყურადღების მიმართულება. ასეთ  „სიყრუე“ ატარებს შერჩევით  ხასიათს,  მთელი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ავადმყოფს ითვისება და მუშავდება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..