ერექცია

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ერექცია (ლათ.”erectio” – გასწორება) – სასქესო ასოს მდგომარეობაა, რაც ვითარდება სქესობრივი აღგზნების დროს გენიტალიებისაკენ სისხლის გაძლიერებული მიდინებით. სისხლის მიმოქცევა სასქესო ასოში 8-10 ჯერ, ზოგ  შემთხვევაში კი 26 ჯერაც კი იზრდება) შედეგად, ივსება  რა სისხლით სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეული. გარდა ამისა ხდება შორისის, წინამდებარე ჯირკვლისა და  სასქესო ასოს ფუძის ირგვლივი კუნთების შეკუმშვა. ერექციის დროს სასქესო ასო მოცულობაში 3-4 ჯერ იზრდება და აღწევს 14-18 სმ-ს.

ტერმინი ერექცია ქალის სასქესო ორგანოების მიმართაც გამოიყენება – კლიტორის, სასქესო ბაგეებისა და სარძევე ჯირკვლების დვრილების ერექცია.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>

 


ერექცია სისხლძარღვოვანი და ნეიროგენული მექანიზმების წყალობით მიმდინარეობს,  ამ პროცესში ჩართულია ფსიქოგენური რეაქციებიც. ადამიანს ცხოველებისაგან განსხვავებით გააჩნია მეორადი სასიგნალო სისტემა, რაც ახდენს ერექციის პროვოცირებას ეროგენული ზონებზე   ფიზიკური ზემოქმედების გარეშე, მხოლოდ სასურევლი ობიექტის დემონსტრაციის შედეგად. ამის რეგულირება ხორციელდება თავის ტვინის ნერვული ცენტრებისა და ზურგის ტვინის  ქვედა ნაწილების მიერ. გარდა ამისა ერექციის განვითარებისათვის აუცილებელია ტესტოსტერონის საკმარისი დონის არსებობა სისხლში

გამოყოფენ ერექციის რამდენიმე სახეს: ფსიქოგენური, რეფლექტორული და სპონტანური.

ფსიქოგენური ერექციის განვითარებაში მონაწილეობას ღებულობს მეორადი სასიგნალო სისტემა და იმართება თავის ტვინის ლიმბური სტრუქტურების  მიერ.  ფსიქოგენური ერექცია შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური ხასიათის აზრებმა ან გრძნობათა ორგანოების შესაბამისმა გამღიზიანებლებმა:

  • სმენითი – საუბარი, მუსიკა, სუნთქვაც კი;
  • ყნოსვითი – სუნამოების, კანისა და თმის სურნელი;
  • გემოვნებითი – საკვების, ნერწყვის, სასქესო ორგანოების გამონაყოფების;
  • შეხებითი – სხეულის შეხება, მასაჟი, ხელით შეხება;
  • მხედველობითი – შიშველი სხეულის  მზერა

რეფლექტორული ერექცია წარმოადგენს რეაქციას  შეხებაზე და ავტომატური ხასიათისაა. სენსორული გამღიზიანებლები უშუალო ზემოქმედებას ახდენენ სასქესო ასოს, ასევე სწორი ნაწლავისა და შარდის ბუშტის  ნერვულ დაბოლოებებზე, საიდანაც სიგნალი გადაეცემა ზურგის ტვინს. რეფლექტორული ერექციის დროს გამოიყოფა აზოტის ოქსიდი, რომელიც თავის  მხრივ განაპიროებებს სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულების სისხლძარღვების გაფართოებას.

სპონტანური ერექცია მიმდინარეობს ძილის დროს, ცნობიერების მონაწილეობის გარეშე. სპონტანური ერექცია ნორმალური მოვლენაა  და ვლინდება ნებისმიერი ასაკის ადამიანში, აღინიშნება  მუცლადყოფნის პერიოდშიც კი ბავშვის დაბადებამდე.

სპონტანური ერექციის მიზეზი, რაც ხშირია ასევე დილაობით მამაკაცებში, შესაძლებლია იყოს სხვადასხვა ინტრაცეპტური გამღიზიანებლები, როგორიცაა სათესლის ბუშტუკები,  შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის გადავსება.

ასევე სპონტანური ერექციის განვითარებაზე გავლენას ახდენს ეროტიული შინაარსის სიზმრები.

როგორც აღვნიშნეთ ერექციის განვითარებაში მონაწილეობს ფსიქოგენური და რეფლექტორული ფაქტორები, თუმცა ერთერთის ნაკლებობისას მეორე ფაქტორი უფრო აქტიურად მოქმედებს, მაგალითად ახალგაზრდა ან პირიქით ხანდაზმულ მამაკაცებში ზოგიერთი შარდ სასქესო სისტემის დაავადებების დროს.

ერექციის დადგომისას და სქესობრივი აქტის დროს ფრიქციის გაგრძელებისას ორგაზმის დროს ხდება ეაკულაცია, რასაც მოსდევს დეტუმესცენციის ფაზა. დეტუმესცენცია  – აღგზნებისა და სასქესო ასოს ერექციის საპირისპირო პროცესია, დგება სქესობრივი დაკმაყოფილების  შემდეგ, სექსულური აღგზნების დაქვეითების შედეგად, გრძელდება დაახლოებით 10-15 წუთი. დეტუმესცენციის დროს ნორმალიზდება სასქესო ასოს სისხლის მიმოქცევა.

სასქესო ასოს შესაძლებლობებზე უარყოფით გავლენას ახდენს ერექციის ნებისმიერი დარღვევა, პენისისაკენ სისხლის გაძლიერებული ან პირიქით შესუსტებული მიდინებით განპირობებული (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები), ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა (მაგ. თავის ტვინის ტრავმის შედეგად), მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებები (მაგ.ქრ.პროსტატიტი). საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა ერექციული დისფუნქცია.

გადასვლები
საიტი „სექსოლოგია“ პორტალზე www. medgeo. Net

ინტიმური საქონლის მაღაზია

საავტორო უფლებები :
 მასალა წარმოადგენს „არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.


გაფრთხილება

 

 

 

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..