ერექციული დისფუნქცია


მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მამაკაცის აზრით შეუძლებელია რაიმეს გამოსწორება, უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევათა უმეტესობაში ერექციული დისფუნქციის მკურნალობა შესაძლებელია. პრეპარატების გამოწერა შეიძლება ამერიკული ინტერნეტ-მაღაზიებიდან, ანონიმურობის დაცვით. იხილეთ ჟოლოსფერი ტექსტი ამ პოსტის ბოლოში.

ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია) სქესობრივ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის დროსაც მამაკაცს არ შესწევს უნარი მიაღწიოს და შეინარჩუნოს სქესობრივი აქტის განხორციელებისათვის საკმარისი ერექციის დონე.
ერექციული დისფუნქციამ ჩაანაცვლა მოძველებული ტერმინი იმპოტენცია, რომელიც დღეისათვის აღარ გამოიყენება, რადგანაც პრობლემის არსს ნათლად არ ასახავს.
მამაკაცთა უმეტესობას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ქონია ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაჭარბებული დატვირთვის, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების ან უბრალოდ გადაღლილობის გამო, თუმცა ერექციული დისფუნქციაზე  (იმპოტენცია) ვსაუბრობთ, როდესაც პრობლემა ხანგრძლივად რჩება.

რა იწვევს ერექციულ დისფუნქციას (იმპოტენცია)?

ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია)  ვლინდება ნებისმიერ ასაკში.  ბევრი თვლის, რომ ერექციული დისფუნქცია  (იმპოტენცია) ასაკთან ერთად გარდაუვალია, თუმცა მიუხედავად ამისა, ერექციული დისფუნქციას (იმპოტენცია) საფუძვლად უდევს ესა თუ ის დაავადება ან ამ დაავადების გამო მიღებული მედიკამენტები. იშვიათად ერექციული დისფუნქციის მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემაც შეიძლება იყოს.

ერექციული დისფუნქციის (იმპოტენცია) მიზეზები:

ერექციული დისფუნქციის (იმპოტენცია) დიაგნოსტიკა

  • ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლითაც ფასდება სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულების სისხლის მიმოქცევა,  ვენური უკუდინება, სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზინების ნიშნები და ა.შ
  • სასქესო ასოს ინერვაციის ტესტირება – სასქესო ასოს ნერვების ფუნქციონალური მდგომარეობის განსაზღვრისათვის მიმართავენ ბულბოკავერნოზული რეფლექსის ტესტირებას
  • ღამის ერექციის შეფასება – ჯანმრთელ მამაკაცში ნორმაში ძილის დროს აღინიშნება ერექცია დაახლოებით 5-6 ჯერ. ღამის ერექციის გაქრობა მიუთითებს სასქესო ასოს ინერვაციის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე
  • პენისის ბიოტეზიომეტრია – ვიბრაციის გამოყენებით ხდება პენისის მგრძნობელობისა და მისი ინერვაციის შეფასება

როგორ ავიცილოთ თავიდან ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია)

  • დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი, იკვებეთ სწორად და რეგულარულად, დაკავდით სპორტით
  • უარი თქვით მავნე ჩვევებზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე, განსაკუთრებით ნარკოტიკებზე
  • არ გამოიყენოთ მედიკამენტები, რომლებიც ერექციის დარღვევბს იწვევენ ან აუცილებლობის შემთხვევაში მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები. მიმართეთ გამოცდილ ექიმებს, ხომ
    არ არის საშუალება ჩაანაცვლოთ პრეპარატები, რომლეიც იწვევენ ერექციულ დისფუნქციას (იმპოტენციას)
  • აუცილებლად მიმართეთ უროლოგს  კონსულტაციისათვის მცირე მენჯისა  და შორისის მიდამოს ტრავმის შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ უბნებზე ოპერაციული ჩარევისას,  შაქრიანი დიაბეტთა და ჰიპერტონული დაავადების დროს

ერექციული დისფუნქციის მკურნალობის მიზნით გამოიყენება:
…..• მცენარეული საშუალებები: ჟენშენი, სეალექსი
…..• სასქესო ასოს ვაკუუმის ხელსაწყოები
…..• სასქესო ასოს პროთეზები
…..• ფსიქოთერაპია
…..• მასაჟი
განვითარეული ქვეყნების უმეტესობაში  ნებადართულია ერექციული დისფუნციის 4 პრეპარატი, რომლებიც მიეკუთვნება პერიფერიულად მოქმედ მედიკამენტებს ანუ მხოლოდ სამიზნე ორგანოზე მოქმედებენ.
ესენია:
მეორე თაობის პრეპარატი:
….. ავანაფილი (50, 100, 200 მგ)  იყიდება ბრენდ სახელებით: სტენდრა Stendra და სპედრა Spedra
პირველი თაობის პრეპარატები:
….. სილდენაფილი (25, 50 და 100 მგ)  – იყიდება ვიაგრას ბრენდ სახელით (Viagra)
….. ტადალაფილი (10 მგ, 20მგ) იყიდება ციალისის ბრენდ სახელით (Cialis)
….. ვარდენაფილი (5 მგ, 10 მგ, 20 მგ)  – იყიდება ლევიტრას ბრენდ სახელით (Levitra)
მათი მიღება მოთხოვნისამებრ ხდება. ეს პრეპარატები მაღალი ეფექტურობით (80%) გამოირჩევა და ორგანიზმიც შედარებით კარგად იტანს.

ყველა ეს პრეპარატი იყიდება ამაზონზე. მათ შესაძენად, შეგიძლიათ დააკლიკოთ ჟოლოსფერ ტექსტებს. თუკი არ იცით ამაზონიდან გამოწერის წესები, გაეცანით ამ სტატიებს:
.♦ როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?  
….♦ როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?


საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტსტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
1. გაფრთხილება !
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005.
“ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-
გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ
ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
გადასვლები მსგავს  პოსტებზე:  სქესობრივი დარღვევები

..

.