ნუნისი

ნუნისის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

ნუნისი – ადმინისტრაციული მდებარეობა – ხარაგაულის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 750-800 მ. რელიეფი – მთაგორიანი
კლიმატი – სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 0,30C. ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 210C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1150-1200 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 73%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2200 – 2300 საათი.

ნუნისი – ფლორა – ფოთლოვანი (მუხა, წიფელი, რცხილა) და წიწვოვანი (ფიჭვი, ნაძვი, სოჭი) ტყეები
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და აზოტიანი, მეთანიანი, სუსტად სულფიდური, კაჟიანი, ქლორიდულ – ჰიდროკარბონატულ-კარბონატული, ნატრიუმიანი (და კალციუმიან-ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,2-0,4 გ/დმ3.

ნუნისის აბაზანები ცნობილია, როგორც ეფექტური საშუალება კანის ქრონიკული დაავადებების, საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებისა და სისხლნაკლებობის სამკურნალოდ. ნუნისის მინერალური წყალი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს :

  • ფსორიაზი,
  • ეგზემა,
  • ნეიროდერმიტი,
  • სებორიული დერმატიტის,
  • ქრონიკული ჭინჭრის ციება,
  • წითელი ბრტყელი ლაქები,
  • ნერვოზები,
  • პერიფერიული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია).

ნუნისის წყალი აუმჯობესებს ჯანმრთელი კანის ხარისხს, ახალგაზრდულ ეფექტს სძენს მას.

ნუნისი – მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია. >> საქართველოს კურორტები

..

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..