კარდიული X სინდრომი

კარდიული X სინდრომი

კარდიული X სინდრომი, კარდიული X სინდრომი – ეტიოლოგია, პათოგენეზი, კარდიული X სინდრომი – კლინიკური სურათი, კარდიული X სინდრომი – დიაგნოსტიკა, კარდიული X სინდრომის მკურნალობა >>>

უნდა აღინიშნოს, რომ გულის იშემიური დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისას, დატვირთვაზე აღმოცენებული ტკივილის დროს, შემთხვევათა 10-20%-ში კორონაროგრამაზე ნორმიდან გადახრა არ აღინიშნება. ეს შემთხვევები მიეკუთვნება კარდიული X სინდრომის გამოხატულებას.

კარდიული X სინდრომი წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების ერთერთ კლინიკურ ფორმას, პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მიოკარდიუმის იშემიის კლინიკური ნიშნები, თუმცა არ აღინიშნება კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება და ეპიკარდიალური გვირგვინოვანი არტერიების სპაზმი.

კარდიული X სინდრომი – ეტიოლოგია, პათოგენეზი

კარდიული X სინდრომის ეტიოლოგია ბოლომდე  გარკვეული არაა და დადგენილია მხოლოდ გარკვეული პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, რაც განაპირობებს დაავადების ტიპიურ კლინიკურ-ინსტრუმენტალურ გამოვლინებებს:

კარდიული X სინდრომი – კლინიკური სურათი

კარდიული X სინდრომი ძირითადად ვლინდება საშუალო ხნის ქალბატონებში.  ტიპიური დაძაბვის სტენოკარდია აღინიშნება 50% -ზე ნაკლებ შემთხვევებში, დანარჩენი კი ატიპიურად მიმდინარეობს.

ძირითადი ჩივილია სტენოკარდიული ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის, სიცივის, ემოციური გადაძაბვის  დროს; ტიპიური ირადიაციით ტკივილის ხანგრძლივობა მეტია ვიდრე გულის იშემიური დაავადების დროს და კუპირება ყოველთვის ვერ ხერხდება ნიტროგლიცერინით, ზოგ შემთხვევაში კი აღნიშნული მედიკამენტი პირიქით აუარესებს კიდეც ავადმყოფის მდგომარეობას.

კარდიული X სინდრომი – დიაგნოსტიკა

კარდიული X სინდრომიდიაგნოსტირება ძირითადად ხდება გამორიცხვის მეთოდით და  შემდეგი მონაცემების საფუძველზე:

  • ტიპიური ტკივილი გულმკერდის არეში და ST სეგმენტის  მნიშვნელოვანი დეპრესია ფიზიკური დატვირთვის დროს, მათ შორის ტრედმილზე და ველოერგომეტრიაზე
  • დადებითი დატვირთვის ტესტები
  • ანგიოგრაფიულად არ აღინიშნება ეპიკარდიალური კორონარული არტერიების ცვლილებები და არ არსებობს კორონარული არტერიების სპაზმის დამადასტურებელი კლინიკური და ანგიოგრაფიული მონაცემები.

კარდიული X სინდრომიდიაგნოსტირებისას ასევე უნდა მოხდეს შემდეგი მდგომარეობების გამორიცხვა:

  • ვაზოსპასტიური სტენოკარდია

თუ ობიექტური მეთოდებით დადგენილია გულმკერდის არეში ტკივილის არაკარდიალური მიზეზები:

კარდიული X სინდრომის მკურნალობა

კარდიული X სინდრომის მკურნალობა გაძნელებულია და საბოლოოდ შემუშავებული არაა. მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია დაავადების პათოლოგიური მექანიზმის იდენტიფიკაციაზე.

განასხვავებენ მედიკამენტოზური მკურნალობის სხვადასხვა მიდგომებს: ანტიანგინოზური პრეპარატების, აგფ-ინფიბიტორების, ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ანტაგონისტების, სტატინების, ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებას და სხვა. მედიკამენტოზური მკურნალობის ნებისმიერი სტრატეგიის შერჩევისას მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ზოგადი რჩევები ცხოვრების წესის  ცვლილებისა და რისკ ფაქტორების მკურნალობის შესახებ, განსაკუთრებით აგრესიული ლიპიდების დონის დამაქვეითებელი პრეპარატებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988