სუფსა

სუფსის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

სუფსა – ადმინისტრაციული მდებარეობა – ლანჩხუთის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა –კოლხეთის დაბლობის ქვემო ნაწილი, მდ. სუფსის ნაპირი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 7 მ. რელიეფი -– ვაკე. კლიმატი – ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, თბილი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,50C. ზაფხული ცხელი და ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,60C. ნალექების წლიური რაოდენობა – 2192 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 82%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1900 საათი
სუფსა – ფლორა – ზღვისპირა ქვიშნარი მცენარეულობა, ციტრუსების ბაღები
სუფსა – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ჰავა და მეთანიანი, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 76-86 გ/დმ3
სუფსა – მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები. >> საქართველოს კურორტები

..

..

Share this...Share on Facebook
Facebook