ლიპომატოზი

ლიპომატოზი

ლიპომატოზი (ლიპომა [ძირი lipomat-] + ōsis) – ეს არის უჯრედებსა და ქსოვილებში ცხიმის დაგროვების მომატება. შესაძლოა იყოს ზოგადი ან ადგილობრივი (რეგიონალური), ასევე დიფუზური, კვანძოვანი და დიფუზურ-კვანძოვანი. დიფიზური ლიპომატიზი ხასიათდება ცხიმის ჩალაგების მომატებით კანქვეშა უჯრედისში, ზოგიერთი ორგანოს სტრომაში (კუჭქვეშა ჯირკვალი, თიმუსი) და კუნთებს შორის სივრცეში (კუნთთაშორისი ლიპომა). კვანძოვანი ლიპომატოზი წარმოდგენილია მრავლობითი ინკაფსულირებული ხვეულებით, მაკრო-და მიკროსკოპული ხვრელებით. დიფუზურ-კვანძოვანი ლიპომატოზი ხასიათდება ცხიმოვანი ქსოვილის ზრდით, რომელიც უპირატესად გამოვლინდება კანქვეშა უჯრედისში, იშვიათად კი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ნერვული ღეროების გაყოლებით. ტედეშის მულტიცენტრული ლიპომატოზის დროს ლიპომები ვრცელდება კანქვეშა უჯრედისში და შინაგან ორგანოებში.

ლიპომატოზების განსაკუთრებულ ფორმებს მიეკუთვნება დერკუმის მტკივნეული ლიპომატოზი, მრავლობითი სიმეტრიული და შემოსაზღვრული სიმეტრიული ლიპომატოზი, ნეიროლიპომატოზი, ფსევდოჰიპერტროფიული ლიპომატოზი. დერკუმის მტკივნეული ლიპომატოზი ხასიათდება კიდურებისა და ტანის კანქვეშა უჯრედისში მრავლობითი მტკივნეული ლიპომების და დიფუზურ-ლოკალური ცხიმგროვების განვითარებით. მრავლობითი სიმეტრიული ლიპომატოზის დროს (მადელუნგას სინდრომი) აღინიშნება ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის ზრდა კისრის მიდამოში. შემოსაზღვრული სიმეტრიული ლიპომატოზი (როშ-ლერის სინდრომი) გამოვლინდება ტანისა და კიდურების კანქვეშა უჯრედისში მრავლობითი ლიპომებით. ამასთან ერთად, როგორც წესი, არ ზიანდება სხეულის ნაწილები მკერდს ზემოთ და მუხლის სახსრებს ქვემოთ. კლინიკო-მორფოლოგიური სურათით ნეიროლიპომატოზი ემსგავსება ნეიროფიბრომატოზს. ფსევდოჰიპერტროფიული ლიპომატოზი, როგორც წესი, დაკავშირებულია გაცხიმოვნებასთან კანის ან ორგანოების ატროფიის დროს (მაგალითად, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის და თიმუსის ცხიმოვანი ჩანაცვლება მათი ატროფიის დროს).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988