უწერა

უწერას სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

უწერა – ადმინისტრაციული მდებარეობა – ონის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – დიდი კავკასიონის მთავარი (წყალგამყოფი) ქედის სამხრეთი ფერდობი, მდინარე რიონის ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1150 მ. რელიეფი – მთაგორიანი. კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი
იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 50C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 170C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1495 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000 საათი
უწერა – ფლორა – შერეული (ნაძვი, სოჭი, მუხა, წიფელი, რცხილა და სხვ.) ტყეები
უწერა – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და სამი ტიპის მინერალური წყალი: ნახშირმჟავა, რკინიანი, ბორიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი (და კალციუმიანი) მინერალური წყლები, საერთო 118 მინერალიზაციით 1,4 – 2,0 გ/დმ3; ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი (ან კალციუმიან-ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,2 გ/დმ3-დან 27,0 გ/დმ3-მდე; ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,8-2,0 გ/დმ3
უწერა – მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია… >> საქართველოს კურორტები

,,

,,

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..