წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინის უკუჩვენებები

ვისთვის არარის სასურველი წითელა, წითურასა და ყბაყურას ვაქცინის მიღება?
წითელას, წითურასა და ყბაყურას  პირველი დოზის შემდეგ მძიმე ალერგიული რეაქციების (მაგ., ჭინჭრის ციება, ტუჩების, ენის ან ყელის შესიება, სუნთქვის გაძნელება) განვითარების შემთხვევაში ადამიანმა აღარ უნდა მიიღოს მეორე ვაქცინა. ეს ვაქცინა ასევე არ უნდა მიიღოს არც ერთმა ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ ალერგიულია წითელას, წითურასა და ყბაყურას  რომელიმე კომპონენტის მიმართ (მაგ., ჟელატინი, ნეომიცინი).
ნებისმიერი ცოცხალი ვირუსული ვაქცინის მსგავსად, წითელას, წითურასა და ყბაყურას  მიღება არ არის სასურველი ორსული ქალებისათვის, ხოლო ვაქცინაციის შემდეგ ორსულობა თავიდან უნდა იქნას აცილებული ოთხი კვირის განმავლობაში. ბავშვები და ორსულის სხვა ოჯახის წევრები უნდა აიცრან რეკომენდებული კალენდრის შესაბამისად. მეძუძური დედების ვაქცინაცია დასაშვებია.
იმუნიტეტის მძიმე დაქვეითების მქონე ადამიანებში წითელას, წითურასა და ყბაყურას  ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს. ასეთ ადამიანებს მიეკუთვნებიან პაციენტები ისეთი მდგომარეობებით, როგორებიცაა თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი, შიდსი, ლეიკემია, ლიმფომა და გენერალიზებული ავთვისებიანი პროცესები, ასევე ის პირები, რომლებიც იღებენ კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, სხივურ თერაპიას  ან კორტიკოსტეროიდების დიდ დოზებს. იმუნიტეტის დაქვეითების მქონე პირების ოჯახის წევრები უნდა აიცრან ვაქცინაციის კალენდრის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ შიდსის ან სერიოზული იმუნოსუპრესიის ნიშნებით მიმდინარე აივ-ინფექციის შემთხვევაში ვაქცინაცია არ უნდა მოხდეს, სიმპტომების გარეშე მიმდინარე აივ-ინფექციის დროს პაციენტის აცრა წითელას საწინააღმდეგოდ შეიძლება და სასურველიცაა.

ხშირად დასმული კითხვები წითელას შესახებ.  აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საიტიდან

ბმები: 1. წითელა 2. წითურა  3. ყბაყურა