წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინა და აუტიზმი

იწვევს თუ არა წითელას, წითურასა და ყბაყურას  ვაქცინა აუტიზმს?

არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ წითელას, წითურასა და ყბაყურას  ან რომელიმე სხვა ვაქცინა იწვევს აუტიზმს. წითელას, წითურასა და ყბაყურას  ვაქცინასა და აუტიზმს შორის შესაძლო კავშირის საკითხი ფართოდ განიხილებოდა აშშ-ში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. ამ განხილვებით დადგინდა, რომ ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები არ ადასტურებს წითელას, წითურასა და ყბაყურას  ვაქცინასა და აუტიზმს შორის შესაძლო კავშირს.

ვარაუდი, რომ წითელას, წითურასა და ყბაყურას  ვაქცინა შეიძლება იწვევდეს აუტიზმს, სათავეს იღებს ბრიტანელი გასტროენტეროლოგის, ენდრიუ უეიკფილდის კვლევიდან. 1998 წელს ენდრიუ უეიკფილდმა და კოლეგებმა ჟურნალ „ლანცეტში“ გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ წითელას, წითურასა და ყბაყურას  შემადგენელი წითელას ვაქცინა იწვევს ნაწლავთა ანთებით დაავადებას, რაც იწვევს მავნე ცილების გამოთავისუფლებას სისხლში, ეს ცილები კი, თავის მხრივ, იწვევს თავის ტვინის დაზიანებას.

ამ აღმოჩენის ვალიდურობა მოგვიანებით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან სხვა მეცნიერებმა იგივე ეფექტი ვერ აღმოაჩინეს. ამას გარდა, ეს აღმოჩენა კიდევ უფრო მეტად იქნა უარყოფილი, როდესაც გამოძიებამ დაადგინა, რომ უეიკფილდი მალავდა იმ ფაქტს, რომ მისი კვლევა ფინანსდებოდა იმ იურისტების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ ვაქცინის მწარმოებლების საწინააღმდეგო მტკიცებულებების მოპოვებას. უეიკფილდს სამუდამოდ აეკრძალა სამედიცინო საქმიანობა, ხოლო „ლანცეტმა“თავდაპირველი სტატია ჟურნალიდან ამოიღო 2010 წელს.

წითელას, წითურასა და ყბაყურას  ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდს: www.cdc.gov/vaccinesafety/Vaccines/MMR/index.html

ხშირად დასმული კითხვები წითელას შესახებ.  აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საიტიდან

ბმები: 1. წითელა 2. წითურა  3. ყბაყურა; 2.  ,,შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემები”

..