ვინ უნდა მიიღოს წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინაცია

მოზარდებში დამოზრდილებში, ვინ უნდა მიიღოს წითელა, წითურასა და ყბაყურას ვაქცინა?
ყველა მოზარდს უნდა ჰქონდეს გაკეთებული წითელასწითურასა და ყბაყურას  ვაქცინის ორი დოზა, თუ არ აღინიშნება ნამდვილი უკუჩვენება.
1965 წლამდე დაბადებულ მოზრდილებს დიდი ალბათობით ბავშვობაში გადატანილი ექნებათ წითელა და/ან ყბაყურა და ძირითადად (მაგრამ არა ყოველთვის) მიიჩნევა, რომ მათი ვაქცინაცია არ არის საჭირო. თუმცა, დაწესებულებებმა მაინც უნდა გაითვალისწინონ ჯანდაცვის იმ მუშაკების ვაქცინაცია, რომლებიც დაბადებულნი არიან 1965 წლამდე, მაგრამ არ აღენიშნებათ წითელასწითურასა და ყბაყურას მიმართ ლაბორატორიულად დადასტურებული იმუნიტეტი.
ეპიდაფეთქების დროს  ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაცია წითელასწითურასა და ყბაყურას ვაქცინით უნდა მოხდეს დაბადების თარიღის მიუხედავად.

ხშირად დასმული კითხვები წითელას შესახებ.  აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საიტიდან

ბმები: 1. წითელა 2. წითურა  3. ყბაყურა