წითელას შესაძლო გართულებები

რა არის წითელას შესაძლო გართულებები?
წითელა ყველაზე ხშირ გართულებას დიარეა წარმოადგენს (ვითარდება შემთხვევათა 8%-ში), განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში. აღრიცხული შემთხვევების 7%-ში ვითარდება ყურის ინფექციები. პნევმონია, რომელიც შემთხვევათა 6%-ში ვითარდება, წარმოადგენს წითელასთან ასოცირებული სიკვდილის შემთხვევების 60%-ის მიზეზს. დაახლოებით 1000-დან 1 შემთხვევაში ვითარდება მწვავე ენცეფალიტი, თავის ტვინის ანთება. ამ სერიოზულმა გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის სამუდამო დაზიანება.
ორსულობის პერიოდში წითელა ზრდის ნაადრევი მშობიარობის, თვითნებური აბორტის და მცირე მასის ახალშობილის დაბადების რისკს, თუმცა თანდაყოლილი დეფექტები წითელა ზემოქმედებასთან დაკავშირებული არ არის.
წითელა შეიძლება განსაკუთრებით მძიმედ წარიმართოს იმ პირებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა. ის ასევე უფრო მძიმედ მიმდინარეობს ცუდი კვების მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით A ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში. განვითარებად ქვეყნებში ასეთ შემთხვევებში სიკვდილობის მაჩვენებელმა შეიძლება 25%-ს მიაღწიოს.

ხშირად დასმული კითხვები წითელას შესახებ.  აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საიტიდან

ბმები: 1. წითელა 2. წითურა  3. ყბაყურა