წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინის გვერდითი ეფექტები

წითელა, წითურასა და ყბაყურას  ვაქცინასთან დაკავშირებული რა გვერდითი ეფექტებია აღწერილი?
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია ცხელება, რომელიც ვაქცინირებულთა 5-15%-ში ვითარდება. 5%-ში ვითარდება მსუბუქი გამონაყარი. გამოვლინების შემთხვევაში, ცხელება და გამონაყარი ვითარდება ვაქცინაციიდან 7-12 დღის შემდეგ. წითელას, წითურასა და ყბაყურას  ვაქცინის მიღების შემდეგ მოზრდილი ქალების 25%-ში აღინიშნება სახსრების დროებითი ტკივილი; ეს სიმპტომი დაკავშირებულია კომბინირებული ვაქცინის წითურას კომპონენტთან. სახსრების ტკივილი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ იმ ქალებში, რომელთაც ვაქცინაციის დროს არ გააჩნიათ იმუნიტეტი წითურას მიმართ. წითელას, წითურასა და ყბაყურას  ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება); ამ გართულების სიხშირეა 1 შემთხვევა ყოველი 30000-40000 ვაქცინირებული ადამიანიდან. ეს შემთხვევები თითქმის ყოველთვის არის დროებითი და მსუბუქად მიმდინარე. უფრო მძიმე რეაქციები, მათ შორის ალერგიული რეაქციები, იშვიათია. სხვა მძიმე პრობლემები (მაგ., სმენის დაქვეითება, თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება) იმდენად იშვიათად ვითარდება, რომ ექსპერტები არ არიან დარწმუნებულები, არის თუ არა ეს შემთხვევები დაკავშირებული ვაქცინასთან.

ხშირად დასმული კითხვები წითელას შესახებ.  აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საიტიდან

ბმები: 1. წითელა 2. წითურა  3. ყბაყურა