მეტეროლოგიური ქეილიტი

მეტეოროლოგიური ქეილიტი

რა არის მეტეოროლოგიური ქეილიტი?

მეტეოროლოგიური ქეილიტი წარმოადგენს ტუჩის ანთებადი ხასიათის დაავადებას, რომლის განვითარების მიზეზს წარმოადგენს სხვადასხვა მეტეოროლოგიური ფაქტორები (ტენიანობის მომატება ან დაქვეითება, მზის რადიაცია, ჰაერის მტვრიანობის მატება, ქარი, სიცივე და სხვ.). მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღნიშნული ფაქტორების მოქმედების ხანგრძლივობა და კანის კონსტიტუციური თავისებურებანი. ქეილიტი უპირატესად აღენიშნებათ ისეთ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ღია ფერის და მგრძნობიარე კანი, ან თან ახლავს ხოლმე კანის სხვა დაავადებებს, რომელიც იწვევს სიმშრალეს (სებორეა, სებორეული ეგზემა, დიფუზური ნეიროდერმიტი და სხვ.).

რა იწვევს მეტეოროლოგიური ქეილიტის პროვოცირებას?

მეტეოროლოგიური ქეილიტი ვითარდება სხვადასხვა არასახარბიელო კლიმატური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება: ჰაერის ტენისნობის მომატება ან დაქვეითება, მტვრიანობა, ძლიერი ქარი, დაბალი ტემპერატურა, მზის სხივები. დაავადება შესაძლოა განვითარდეს წელიწადის ნებისმიერ დროს. ძირითადად ავადობენ პაციენტები, რომელთა სამუშაოც დაკავშირებულია სუფთა ჰაერზე ხანგრძლივად ყოფნასთან. დაავადება გვხვდება მამრობითი სქესის პაციენტებში, გამომდინარე იქედან, რომ ქალებში ტუჩსაცხის გამოყენებას აქვს დამცველობითი ფუნქცია.

მეტეოროლოგიური ქეილიტის სიმპტომები:

ყველაზე ხშირად პათოლოგიური პროცესი აზიანებს ქვედა ტუჩის წითელ კონტურს; ის ხდება შედარებით უფრო მკვეთრი წითელი ფერის, ვიდრე ზედა ტუჩი, შუპდება მნიშვნელოვნად. აღნიშნულ უბანში კანი ხდება მშრალი და მასზე წარმოიქმნება დიდი რაოდენობით წვრილი ქერცლები.

კლინიკაში მოხვედრისას პაციენტის ჩივილები ძირითადად წარმოდგენილია დაზიანებული ტუჩის სიმშრალის შეგრძნებით, ზოგჯერ აღინიშნება თავისებური შეგრძნება, რომელსაც პაციენტი აღნიშნავს, როგორც ,,კანის დაჭიმულობა“.

დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, გაუარესებისა და გაუმჯობესების მონაცვლეობით. გამწვავებები ყოველთვის დაკავშირებულია ტუჩის კანზე ზემოთჩამოთვლილი მაპროვოცირებელი ფაქტორების უშუალო ზემოქმედებით. ძალიან ხშირად მეტეოროლოგიური ქეილიტი ხდება ქვედა ტუჩის კიბოსწინარე მდგომარეობებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების მიზეზი. თავის კლინიკური გამოვლინებებით დაავადება ემსგავსება ატოპიურ ქეილიტსა და აქტინოზურ ქეილიტს. აღნიშნულ შემთხვევებში ექიმ დერმატოლოგს შესაძლოა შეექმნას სირთულეები დიაგნოზის დასმის თვალსაზრისით, თუმცა არსებობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რაც გვიწევს მნიშვნელოვან დახმარებას. მაგალითად, ალერგიული ქეილიტის დროს თითქმის ყოველთვის კერები განლაგებულია ორივე ტუჩზე. დიაგნოზის დასმის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ყურედღებით გამოკითხვას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..