ყვარლის ტბა

ყვარლის ტბის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

კურორტი ყვარლის ტბა მდებარეობს საქართველოს უმშვენიერესი რეგიონის, კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების ქვეშ. გარშემო ტყე საუკუნოვანი ხეებით, წინ ტბა, რომელშიც ჩაედინება მდინარეები ბურსა და ჩაგურგულა, უკან ალაზნის თვალუწვდენელი ველი, ფართო ნომრები ტერასებითა და უმშვენიერესი პანორამებით უნიკალურს ხდის კურორტს ყვარლის ტბა.

კურორტის ფართობი შეადგენს 300 ჰექტარს. 44 ჰექტარი უკავია ტბას, რომლის სიღრმე 20 მეტრია. კომპლექსში შედის სასტუმრო და რეკრეაციული ზონა outdoor სპორტის ელემენტებით.   >> საქართველოს კურორტები

.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..