შოვი

შოვის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

შოვი – ადმინისტრაციული მდებარეობა – ონის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – დიდი კავკასიონის მთავარი (წყალგამყოფი) ქედის სამხრეთი ფერდობი, მდინარეების ბუბასა და ჭანჭარის (მდ. რიონის შენაკადები) ზედა წელი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1600 მ. რელიეფი – მთაგორიანი.
შოვი – კლიმატი – საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 5,80C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15,70C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1050-1100 მმ. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 76%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000-2100 საათი
შოვი – ფლორა – წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) ტყეები
შოვი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი რკინის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,0-2,4 გ/დმ3 და აზოტიანი, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,9 გ/დმ3
შოვი – მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია. >> საქართველოს კურორტები

.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..