უცნობი ეტიოლოგიის უეცარი სიყრუე

უცნობი ეტიოლოგიის უეცარი სიყრუე

ცნობი ეტიოლოგიის უეცარი სიყრუე ძალზედ იშვიათი პათოლოგიაა, რომლის დროსაც აღინიშნება სმენის მოულოდნელი, ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა,  როდესაც ნათელი არაა გამომწვევი მიზეზი (მაგ. ძლიერი ხმაური, მედიკამენტების მიღება, თავის ან ყურის ტრავმა, ყურის ანთებითი დაავადებები, ვირუსული დაავადებები, ძლიერი სტრესი და სხვა.)

უცნობი ეტიოლოგიის უეცარი სიყრუის მიზეზები

ვარაუდობენ, რომ უეცრად განვითარებული სმენის დაკარგვის მიზეზი შესაძლოა იყოს ზედმეტად მგრძნობიარე გარეთა ყურის სისხლძარღვოვანი სისტემა.

უეცარი სიყრუე შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა ვირუსული პაროტიტი, წითელა, ჩუტყვავილა, ინფექციური მონონუკლეოზი, იშვიათად სიმძიმის აწევაც კი. უეცარი სიყრუის მიზეზი შესაძლებელია გახდეს სისხლძარღვის სპაზმი ან დახშობა თრომბით, რის შედეგადაც ვითარდება სმენის ორგანოს ჟანგბადოვანი შიმშილი და მისი ფუნქციის დარღვევა.

უცნობი ეტიოლოგიის უეცარი სიყრუის მკურნალობა

სისხლძარღვოვანი ცვლილებების დროს ანტიკოაგულანტებისა და სისხლძარღვის გამაფართოებელი საშუალებების ადრეული მიღება, დროულად დაწყებული მკურნალობა იძლევა სრულად გამოჯანმრთელების შანსს. ამიტომაც უეცრად განვითარებული სიყრუის დროს საჭიროა დაუყონებლივი ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური თერაპიული ღონისძიებების გატარება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..