ფილტვების ბაროტრავმა

ფილტვების ბაროტრავმა

ფილტვების ბაროტრავმა, ფილტვების ბაროტრავმის მიზეზები, ფილტვების ბაროტრავმა – სიმპტომები, ფილტვების ბაროტრავმა – დიაგნოსტიკა >>>

ფილტვების ბაროტრავმა ფილტვების დაზიანებაა ატმოსფერული წნევის ცვალებადობის შედეგად, რომლის დროსაც ხდება სისხლძარღვოვან კალაპოტში აიროვანი ბუშტუკების მოხვედრა.

ფილტვების ბაროტრავმის მიზეზები

ფილტვების გასკდომის მიზეზს ბაროტრავმის დროს წარმოადგენს ფილტვებში  წნევის მკეთრი დაქვეითება ან მომატება გარემოსათან შედარებით, რაც შეიძლება განვითარდეს თავისუფალი ცურვის დროს სუნთქვის ხანგრძლივად შეკავებისას, ძლიერი ხველის დროს, ასევე სასუნთქ ტომარაზე ზეწოლის შედეგად.

ფილტვების ბაროტრავმა – სიმპტომები

დაავადების გამოვლინება დამოკიდებულია ფილტვის   დაზიანებული ქსოვილის მოცულობაზე და სისხლძარღვების რაოდენობაზე, ასევე აიროვანი ბუშტუკების ოდენობაზე და მათ ლოკალიზაციაზე.

ფილტვების ბაროტრავმისას აღინიშნება:

  • ცნობიერების დაკარგვა თავის ტვინის სისხლძარღვების რეფლექტორული სპაზმის შედეგად
  • ფილტვისმიერი სისხლდენა
  • ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რისი მიზეზიცაა ფილტვის ქსოვილის გაჭიმვის გამო ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება
  • სახის ციანოზი
  • ხშირი, არამყარი, სუსტი ავსების პულსი
  • ხშირი ზედაპირული სუნთქვა, განსაკუთრებით გაძნელებული ამოსუნთქვა, რომელსაც თან ახლავს ხველა და ტკივილი. ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს სუნთქვის გაჩერებას.
  • ზოგადი სისუსტე, რომელიც აიხსნება მზარდი ჟანგბადოვანი შიმშილით
  • განსხვავებული ნერვ-კუნთოვანი დარღვევები, რაც ვლინდება კუნთებში, სახსრებში ტკივილით, კიდურების პარალიზით, ასევე ცნობიერების დაკარგვით, რაც განპირობებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევით (აიროვანი ბუშტუკები ახშობენ ტვინის სისხლძარღვებს).

გვხვდება ასევე ფილტვების ბაროტრავმის ფარული ფორმები, რომლებიც ვლინდება მკერდის ძვლის უკან უმნიშვნელო ტკივილით, ხველით, სისუსტით. ხშირად ემართებათ აკვალანგისტებს.

ფილტვების ბაროტრავმა – დიაგნოსტიკა

ფილტვების ბაროტრავმის დიაგნოზი ისმება კლინიკური სურათის საფუძველზე და ამასთან უნდა მოხდეს მისი განვითარების პირობების გაანალიზება.

ფილტვების ბაროტრავმა – მკურნალობა

ფილტვების ბაროტრავმის მკურნალობის რადიკალური მეთოდს წარმოადგენს სამკურნალო რეკომპრესია. დაზარალებულს ათავსებენ მაღალი წნევის არეში, რის შედეგადაც ხდება აიროვანი წარმონაქმნების პროპორციული შემცირება   ქსოვილებში და სისხლძარღვებში და მათი შემდგომი გახსნის დაქვეითება. სამკურნალო რეკომპრესიის ჩატარების პროცესში და ასევე მისი დასრულების შემდეგ ჩვენებით მიმართავენ სიმპტომურ  თერაპიას. სუნთქვის შეწყვეტისას, მისი მკვეთრი შენელებისას ან პათოლოგიური რიტმის შემთხვევაში ტარდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988