ყურის ათერომა

ყურის ათერომა

ყურის ათერომა  ცხიმგროვაა, რომელიც წარმოიქმნება ყურის ნიჟარასთან ახლოს. აღინიშნება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში და არ არის დამოკიდებული ასაკზე.

ყურის ათერომის მიზეზები

ყურის ათერომა  კანის ზედაპირიდან წამოწეული სხვადასხვა ზომის მომრგვალო ფორმის წარმონაქმნია. მისი მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების გამომყოფი სადინრის დახშობაა, რაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ. თუ აღინიშნება ჭარბოფლიანობა, ათერომა  შეიძლება წარმოიქმნას ზურგზე, ჰორმონალური დარღვევების დროს კი ხშირად ვითარდება  თავზე და სახეზე. არსებობს მოსაზრება, რომ ყურის ათერომა  გადაეცემა მემკვიდრეობით.

ურის ათერომის მკურნალობა

ერთი შეხედვით ყურის ათერომა  არცთუ ისე საშიშია, თუმცა  გართულების შემთხვევაში ვითარდება ტკივილები, შეშუპება, შეწითლება, სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მომატება. ასეთ სიტუაციაში შესაძლოა მოხდეს ათერომის გახსნა და მისი ჩირქოვანი, მყრალ-სუნიანი შიგთავსის გამოსვლა.

გამომდინარე იქიდან, რომ ათერომა  კოსმეტიკურ პრობლემებსაც ქმნის, ქირურგები მის რაც შეიძლება სწრაფად მოცილებას გვირჩევენ. თანამედროვე მედიცინა ათერომის მკურნალობის რამდენიმე მეთოდს გვთავაზობს.

არსებობს ათერომის მკურნალობის ლაზერული სხივებით მოცილების მეთოდი, რადიოტალღებით მკურნალობა და ქირურგიული მოცილება. ათერომის ლაზერული მკურნალობის მეთოდი გამოიყენება მცირე ზომის ათერომის დროს, რაც შეეხება რადიოტალღებს, ისევე ეფექტურია, როგორც ლაზერით მკურნალობა, ამასთან არ საჭიროებს კანზე განაკვეთის ჩატარებას ან ჩხვლეტას, ათერომის შიგთვსის ამოღება ხდება კანის ფორებიდან.  ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ათერომის მკურნალობის სხვა მეთოდები უეფექტოა. ოპერაცია ტადება ადგილობრივი ანესთეზიით, ხდება ათერომის შიგთავსის  ამოღება მცირე ჩხვლეტით კანზე, ამიტომ არ რჩება ნაწიბური.

მიუხედავად პრობლემის გადაწყვეტის სიმარტივისა დაუშვებელია თვითმკურნალობა, რადგან ათერომის შიგთავსის თვითნებურ გამოდევნას ხშირად თან ახლავს ანთებითი პროცესის განვითარება. ათერომის მკურნალობისას უნდა მოხდეს მის შიგთავსთან ერთად გარსის მოცილებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მისი კვლავ განვითარება.

ცალკეულ შემთხვევებში ათერომიდან ვითარდება კიბო, ამიტომაც კლინიკის პირობებში ათერომის შიგთავსის ამოღებისას ტარდება მისი ჰისტოლოგიური ანალიზი.

ყურის ათერომა  მკურნალობას საჭიროებს ნებისმიერი ზომის შემთხვევაში, მცდარია მოსაზრება, რომ ყურის ათერომის  მოცილება უნდა მოხდეს მხოლოდ დიდი ზომების შემთხვევაში, ასეთ დროს მზარდი ანთებითი პროცესი ართულებს სამკურნალო პროცედურას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..