ხმაური ყურებში

ხმაური ყურებში

ხმაური ყურებში – ბგერითი შეგრძნებებია, რომლებიც წარმოიქმნება გარემომცველი გარემოს ბგერითი ტალღების მონაწილეობის გარეშე.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ხმაურს ყურებში. ფიზიოლოგიური ხმაური აღმოცენდება ჯანმრთელ ადამიანში სრული სიჩუმის პირობებში. სმენითი შეგრძნებები ასეთ დროს განსხვავებული სიხშირის და ინტენსივობისაა.
პათოლოგიური ხმაური, რაც მიუთითებს ამა თუ იმ პათოლოგიაზე, იყოფა ობიექტურ და სუბიეტურ ფორმებად.
ობიექტური პათოლოგიური ხმაური სუბიექტურისაგან გამოირჩევა იმით, რომ ისმინება არამხოლოდ ავადმყოფის მიერ, არამედ ექიმის მიერაც ფონენდოსკოპის გამოყენებისას.
ობიექტური ხმაური იშვიათად შეინიშნება და განპირობებულია ხახისა და ევსტაქის მილის კუნთების შეკუმშვებით, სისხლძარღვებში სისხლის დინების ცვლილებით (ანევრიზმის, სტენოზის დროს), საფეთქელ-ზედა ყბის სახსრის პათოლოგიით, დაფის ღრუში წნევის ცვლილებებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

სუბიექტურ პათოლოგიურ ხმაურს ყურებში შეიგრძნობს მხოლოდ ავადმყოფი.
ასეთ შემთხვევაში ხმაური ყურებში შუა და შიგნითა ყურის პათოლოგიის ნიშანია, თუმცა შესაძლებელია წარმოიქმნას სხვა ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიისას (ჰიპერტონიული დაავადება, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და ანთებითი დაავადებები და სხვა).
შედარებით ხშირად შეინიშნება ყურებში სუბიექტური ხმაური მენიერის დაავადების, ოტოსკლეროზისა და სმენის ნერვის ნევრიტისას, იშვიათად კი – შუა ყურის ჩირქოვანი ოტიტის დროს.
პათოლოგიური ხმაურის წარმოქმნის მექანიზმი დაკავშირებულია საკუთარი სომატური ბგერების მოსმენასთან, რაც შესაძლებელი ხდება მხოლოდ გარკვეულ პირობებში, კერძოდ კი ბგერის გატარების დარღვევისას და სმენის ანალიზატორის ნერვული უჯრედების გაღიზიანებისას.
წამყვანი როლი ენიჭება სხვადასხვა ეგზო- და ენდოგენური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ნერვული უჯრედების სპონტანური ბიოელექტრული აქტივობის ცვლილებებს, რაც ხდება სმენის ანალიზატორის ცენტრალურ ნაწილებში  პათოლოგიური იმპულსების წყარო.

მკურნალობა

ყურებში ხმაურის არსებობისას საჭიროა სმენის ანალიზატორის დაზიანების გამორიცხვა, რისთვისაც გამოიყენება ელექტრონული აპარატურა, მისი დახმარებით ხდება ხმაურის ინტენსივობისა და სიხშირის სპექტრის განსაზღვრა.
ბგერის გამტარი სისტემის დაზიანებისათვის დამახასიათებელია დაბალი ტონალობის ხმაური, ბგერების მაღალსიხშიროვანი სპექტრი (ზარის, სტვენის ხმა) კი ჩვეულებრივ შეინიშება  ბგერის მიმღები აპარატის დაზიანებისას, ნეიროსენსორული სმენის დაქვეითების დროს.

დიაგნოსტიკა

ყურებში ხმაურის აღმოცენებისას ან მისი ხასიათის შეცვლისას საჭიროა გულმოდგინე კლინიკური გამოკვლევა. ოტოტოქსიური მედიკამენტების მიღებისას, ხმაურისა და ვიბრაციის პირობებში მუშაობისას ყურებში ხმაური შესაძლოა იყოს სმენის ნერვის ნევრიტის დაწყების ნიშანი, მყარი ცალმხრივი ხმაური ხშირად კარიბჭე-ლოკოკინას ნერვის ნევრინომაზე მიანიშნებს.
ხმაურის გაძლიერება ან მისი ტონალობის მატება მენიერის დაავადების დროს მწვავე ვესტიბულური დისფუნქციის შეტევაზე შეიძლება მიუთითებდეს, უზანგის ოტოსკლეროზის დროს ჩატარებული  სმენის აღმდგენი ოპერაციის შემდეგ კი შიგნითა  ყურის დაზიანებას ადასტურებს.

ხმაური ყურებშილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤔 უჩივით ხმაურს ყურებში?
📣 ხმაური ყურებში ბგერითი შეგრძნებებია, რომლებიც წარმოიქმნება გარემომცველი გარემოს ბგერითი ტალღების მონაწილეობის გარეშე
📌 განარჩევენ:
➡️ ფიზიოლოგიური ხმაური – ხმაური აღმოცენდება ჯანმრთელ ადამიანში სრული სიჩუმის პირობებში. სმენითი შეგრძნებები ასეთ დროს განსხვავებული სიხშირის და ინტენსივობისაა;
➡️ პათოლოგიური ხმაური – მიუთითებს ამა თუ იმ პათოლოგიაზე და იყოფა:
✅ ობიექტური ფორმა – ისმინება არამხოლოდ ავადმყოფის მიერ, არამედ ექიმის მიერაც ფონენდოსკოპის გამოყენებისას
📎 ის განპირობებულია ხახისა და ევსტაქის მილის კუნთების შეკუმშვებით, სისხლძარღვებში სისხლის დინების ცვლილებით, საფეთქელ-ზედა ყბის სახსრის პათოლოგიით, დაფის ღრუში წნევის ცვლილებებით;
✅ სუბიექტური ფორმა – შეიგრძნობს მხოლოდ ავადმყოფი’
📎 ასეთ შემთხვევაში ხმაური ყურებში შუა და შიგნითა ყურის პათოლოგიის ნიშანია, თუმცა შესაძლებელია წარმოიქმნას სხვა ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიისას
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3OXYM5r
 #ხმაურიყურებში #ტინიტუსი #ფიზიოლოგიურიხმაურიყურებში #პათოლოგიურიხმაურიყურებში #ობიექტურიხმაურიყურებში #სუბიექტურიხმაურიყურებში #ყურისშუილი #შუილიყურებში #რაიწვევსყურშიხმაურს #ხმაურიყურებშიმკურნალობა #ტინიტუსისმკურნალობა #რაიწვევსტინიტუსს #ხმაურისტიპებიტინიტუსისდროს #ტინიტუსისსიმპტომები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები