ნაწიბუროვანი ალოპეცია

ნაწიბუროვანი ალოპეცია

ნაწიბუროვანი ალოპეცია – დარღვევათა ჯგუფია, რომელიც ვითარდება თმის კუტიკულების დაზიანებით ნაწიბუროვანი ცვლილებების განვითარების გამო და შესაძლოა გამოიწვიოს თმის ღერების სამუდამოდ დაკარგვა. როგორც წესი. როდესაც პაციენტი კარგავს თმებს, სერიოზული სიმპტომების გამოვლინებას ადგილი არ აქვს. პროცესი შესაძლოა გრძელდებოდეს რამოდენიმე წელიწადი და ადამიანმა ვერც შენიშნოს გამელოტება. თუმცა ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს თანდართული სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა: წვა, ქავილი და ტკივილი. ხშირად, ანთებითი პროცესების გამო ხდება თმის ბოლქვების გამუდმებული დაზიანება და მათი ჩანაცვლება ნაწიბუროვანი ქსოვილით. ზოგჯერ ასევე შესამჩნევია კანის თმიანი ნაწილის ანთბის ნიშნები.

არსებობს ნაწიბუროვანი ალოპეციის ორი ფორმა. პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეცია და მეორადი. პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს ანთება არის თმის ბოლქვების დაზიანების მთავარი მიზეზი და მასთან ბრძოლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მეორადი ალოპეციის დროს თმის დაზიანება უცაბედად ხდება და ის გამოწვეულია რომელიმე დაავადებით, მაგალითად, სერიოზული ინფექციები, ტრავმები, სიმსივნეები და სხვ.

გარდა ამისა, პირველადი ალოპეცია ასევე კლასიფიცირდება ანთებადი უჯრედების სახეობის მიხედვით, რომლის დროსაც ხდება თმის ბოლქვების განადგურება  დაავადების აქტიური ან პროგრესირებადი სტადიის დროს. პირველადი ალოპეციის დროს განსაკუთრებულ როლს თამაშობს ლიმფოციტები და ნეიტროფილები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..