ნევროპათია ფსიქიატრიაში

ნევროპათია ფსიქიატრიაში

ნევროპათია ფსიქიატრიაში (ბერძნ. Neuron ნერვი + pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) წარმოადგენს  ნერვული სისტემის  განვითარებიის ანომალიების ერთ-ერთი ფორმას (დიზონტოგენეზი), რომელიც ხასიათდება გაძლიერებული აგზნებადობით გაძლიერებულ გამოფიტვასთან ერთად.  ტერმინი „ნევროპათია“ არ არის საზოგადოდ აღიარებული.

ნევროპათია განპირობებულია გენეტიკურ-კონსტიტუციური ფაქტორის,  საშვილოსნოსშიდა და პერინატალური მავნეობების  და  ადრეული სომატოგენური და ფსიქოგენური ზემოქმედების გავლენით. ნევროპათიის პათოგენეზურ საფუძველს წარმოადგენს ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დისბალანსი.

კლინიკური სურათი ძირითადად დამოკიდებულია  ნევროპათიის აღმოცენების ასაკზე. ასე, ადრეული ბავშვობის ასაკში სჭარბობს ძილის დარღვევები (გაძნელებულია დაძინება, აღინიშნება ზედაპირული ძილი, უძილობა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (ბოყინი, ღებინება, აპეტიტის დაქვეითება, კუჭის აშლილობა და ყაბზობა), ასევე ქცევის (დინამიური შფოთვა ან დამუხრუჭებულობა და უხალისო).

სასკოლო ასაკში  პირველ პლანზე გამოდის ფუნქციური სისხლძარღვოვანი დაღღვევები (სისხლძარღვოვანი ტონუსის რხევა, პულსის ლაბილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა).

დარღვევა უფრო გამოხატყული ხდება  ასთენიური სისნდრომის სახით. ამავდროულად ინტელექტი შეუცვლელია, მაგრამ დაქვეითებულია შრომისუნარიანობა, ვერ ხდება ყურადღების კონცენტრირება, რაც შეიძლება  გახდეს მოსწრების დაქვეითების და ქცევის დარღვევის მიზეზი.   არაიშვიათად აღინიშნება სომატური დარღვევები (ზოგადი სისუსტე, სისხლძარღვოვანი ტონუსის დაქვეითება, გახდომა ან წონაში მატება). ნევროპათია წინასწარ განაწყობს ისეთი ნევროპათიული რეაქციების მიმართ, როგორიც არის ენურეზი,  ენაბლუობა, წიკები და ჰიპერკინეზები, და პათოლოგიური რეაქციები (მაგალითად, ოპოზიციები ანუ საკუთარი საქციელის დაპირისპირება გარშემომყოფთა ქცევის მიმართ; გარშემომყოფთა მიმიკური რეაქციების  იმიტაცია). პუბერტულ ასაკში აღინიშნება ზემოთ აღწერილი დარღვევების უკუგანვითარების  ტენდენცია და მხოლოდ მცირე შემთხევებში – დისჰორმონული ფსიქიკის გაღრმავებისაკენ  ასთენიური ფსიქოპათიის სახით.

საჭიროა ნევროპათიის დიფერენცირება ფსიქოპათიისგან, რომლის დროსაც აღინიშნება ფსიქიკური ფუნქციების ღრმა დისჰორმონია და ხასიათის გამოხატული პათოლოგია, ასევე ფსიქოგენურად განპირობებულ ნევრასთენიასთან და ასთენიურ მდგომარეობებთან, რომელიც ვითარდება სომატური დაავადებების შედეგად.

ნევროპათიის სპეციფიური მკურნალობა არ არის შემუშავებული. ნაჩვენებია ზოგადგამაჯანსაღებელი და სიმპტომური თერაპია, რეკომენდირებულია ორგანიზმის გაკაჟება, ფსიქოჰიგიენური ღონისძიებები. პროფილაქტიკური მნიშვნელობა გააჩნია საშვილოსნოსშიდა და პერინატალური პერიოდის მავნეობების პროფილაქტიკას, გარემოს და ოჯახის და სკოლის ფსიქოლოგიური კლიმატის გაჯანსაღებას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988